გიორგი ვოლსკი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩს შეხვდა
07-03-2017, 03:51

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი ვოლსკი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ძი იენჩის შეხვდა.

 

 

პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის მიმდინარე და სამომავლო თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებები განიხილეს. მხარეებმა, მიმოიხილეს ორ ქვეყანას შორის არსებული სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები და ურთიერთობის გაღრმავების პერსპექტივებიც დასახეს. შეხვედრაზე, ჩინეთში არსებულ ვითარებასა და საქართველოში მიმდინარე პროცესებზეც ისაუბრეს.

 

 

მხარეების შეფასებით, ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა ბოლო წლების განმავლობაში სწრაფი ტემპით განვითარდა, თუმცა, როგორც ელჩმა აღინიშნა, ჩინეთის ხელისუფლება დაინტერესებულია ჩინეთ-საქართველოს შორის ეკონომიკური თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდეს.

 

 

„ელჩის მეშვეობით მივიღეთ, ჩინეთის ხელისუფლების მესიჯი, ჩინეთ-საქართველოს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების დაინტერესების თაობაზე. თვის ბოლოსთვის, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში ქართული დელეგაციის ვიზიტი იგეგმება. ეს სწორედ ის დროა, როდესაც პეკინში სრულიად ჩინეთის სესია გაიმართება. ჩინეთის პარტიული ხელმძღვანელობა დაინტერესებულია, რაც შეიძლება მეტ ქვეყანას გაუზიაროს თავისი მოსაზრებები და ხედვები მათი ეკონომიკური განვითარების გეგმებთან დაკავშირებით“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ.

 

 

გიორგი ვოლსკის ხელმძღვანელობით, „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს წევრები პეკინს 27 მარტს ეწვევიან.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი