მთავრობის ადმინისტრაცია: საქართველო-საბერძნეთის ურთიერთობები სტრატეგიული პარტნიორობის დონეზე გადადის
07-03-2017, 04:16

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველო-საბერძნეთის ურთიერთობები სტრატეგიული პარტნიორობის დონეზე გადადის, მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, ამის შესახებ საბერძნეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი ნიკოს კოძიასი და საქართველოს პრემიერ მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დღეს გამართულ შეხვედრაზე შეთანხმდნენ.

 


მხარეებმა ხაზი გაუსვეს ორ ქვეყანას შორის არსებულ ისტორიულ-კულტურულ კავშირებს და მათი შემდგომი გაღრმავების მზადყოფნა გამოთქვეს.

 


საბერძნეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ქვეყანაში განხორციელებული რეფორმები დადებითად შეაფასა და საქართველოს, ევროპული ინტეგრაციის გზაზე, სრული მხარდაჭერა გამოუცხადა.

 


შეხვედრისას, განიხილეს საქართველოდან საბერძნეთის პორტებში საბორნე მიმოსვლის დაწყების შესაძლებლობები.

 


საუბარი შეეხო რეგიონული თანამშრომლობის ფორმატებს და საქართველოს შესაძლო მონაწილეობას აღმოსავლეთ ევროპაში დაგეგმილ სატრანსპორტო პროექტებში.

 


საბერძნეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი ურყევი მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაადასტურა. ნიკოს კოძიასმა გიორგი კვირიკაშვილი საბერძნეთში მიიწვია.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი