ირაკლი ალასანია: ირაკლი ღარიბაშვილმა არ იცის, რა არის ვაჟკაცობა
26-03-2015, 04:39

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას ყოფილმა თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ უპასუხა. ალასანიას შეფასებით, ირაკლი ღარიბაშვილმა არ იცის, რა არის ვაჟკაცობა და რა არის სპეკულაცია. ალასანია ირაკლი ღარიბაშვილს მიმართავს, რომ თავდაცვითი შეიარაღების გადმოცემაზე ხელისშეშლა სახელმწიფოს მავნებლობაა.

 
“პრემიერ-მინისტრმა არ იცის, რა არის ვაჟკაცობა და რა არის სპეკულაცია. მისთვის სპეკულაციაა სიმართლის თქმა, ვაჟკაცობა ჰგონია, როდესაც უდანაშაულო ადამიანებს ატყვევებ და პროკურატურას პოლიტიკური ზეწოლისათვის იყენებ. უცხო სიტყვათა განმარტებითი ლექსიკონიდან პრემიერს კიდევ ერთ განმარტებას მივცემ და ვეტყვი, რომ თავდაცვითი შეიარაღების გადმოცემაზე ხელისშეშლა არის სახელმწიფოს მავნებლობა. საკითხი, რა თქმა უნდა, სახელმწიფოებრივი მნიშვნელობისაა და, რა თქმა უნდა, მის ტექნიკურ დეტალებზე არ მისაუბრია და არც ვისაუბრებ, მაგრამ გადაწყვეტილების მიღების ხელშეშლა რომ იყო, ეს არის ფაქტი. ამაზე მას მომავალში პასუხი მოეთხოვება”, – განუცხადა ჟურნალისტებს ირაკლი ალასანიამ.

 



 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი