„ეს პროექტი გვეხმარება ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პრიორიტეტის განხორციელებაში, რაც არის ჩვენი ეკონომიკური რეფომების განხორციელება და ასევე განსაკუთებით აღვნიშნავ, რომ ეს პროექტი ჩვენ დაგვეხმარება პარლამენტის ინსტიტუციურ გაძლირებაში, რაც არის ჩვენთვის ერთ-ერთი უმთავრესი ამოცანა და უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტი. კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ გვაქვს ძალიან ამბიციური და შორს მიმავალი გეგმები პარლამენტის ინსტიტუციური განვითარების კუთხით“, პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, აღნიშნული განცხადება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ პროექტის „საჯარო და კერძო სექტორებს შორის დიალოგის პლატფორმის გაძლიერება საქართველოს პარლამენტში“ პრეზენტაციაზე გააკეთა.
პარლამენტის თავმჯდომარემ ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) „მმართველობა განვითარებისთვის“ (G4G) და ბიზნესისა და ეკონომიკის ცენტრის პროექტის - „საჯარო და კერძო სექტორებს შორის დიალოგის პლატფორმის გაძლიერება საქართველოს პარლამენტში“ პრეზენტაციაზე მოწვეულ დეპუტატებს და სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა.
ირაკლი კობახიძის განცხადებით, პროექტი, რომლის პრეზენტაციაც დღეს გაიმართა, უკვე განხორციელებული, პროდუქტიული ეტაპის გაგრძელებაა და დღეს მისი განხორციელების მეორე ფაზა იწყება.
„პირველი ფაზა იყო ძალიან წარმატებული, სხვადასხვა მიმართულებით მუშაობდა ეს პროექტი, მათ შორის აღვნიშნავ იმას, რომ პროექტის ერთ-ერთი უმთავრესი ამოცანა იყო პარლამენტარების, ასევე, პარლამენტის აპარატის თანამშრომლების ცოდნის გაღრმავება და ასევე თანამშრომლობის წახალისება კანონმდებელებსა და დაინტერესულ კერძო სუბიექტებს შორის. ამ ახალი პროექტის მიზანია დაწყებული საქმის გაგრძელება და მე დარწმუნებულ ვარ, რომ პროექტის მეორე ფაზა ასეთივე წარმატებული იქნება“,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
პროექტის მნიშვნელობაზე საუბრისას, ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ უმთავრესი მიზანი პარლამენტისა და კერძო სექტორის წარმომადგენლებს შორის დიალოგის საფუძველზე, კომპლექსური ეკონომიკური რეფორმების შემუშავებაა.
„ამ პროექტის საფუძველზე უზრუნველყოფილი იქნება ინფორმირებული დიალოგი მხარეებს შორის, რათა ეფექტურად წარიმართოს კანონშემოქმედებითი პროცესი და განხორციელდეს ეფექტური ზედამხედველობა, რაც იქნება დაკავშირებული შესაბამისი რეფორმების განხორციელებასთან“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
სიტყვით გამოსვლისას, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს და „ბიზნესისა და ეკონომიკის ცენტრს“ მადლობა გადაუხადა და მჭიდრო თანამშრომლობისთვის მზადყოფნა გამოთქვა.
სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მისიის დირექტორის მოადგილემ, ტომას მორისმა, რომელმაც დიალოგისა და ეკონომიკურ რეფორმების მნიშვნელობაზე ისაუბრა.
მისიის დირექტორის მოადგილემ განსაკუთრებული მადლობა პარლამენტის თავმჯდომარეს გადაუხადა და აღნიშნა, რომ მისი ღონისძიებაზე დასწრება ეკონომიკური პოლიტიკის რეფორმირების პროცესში პარლამენტის მიერ ფართო ჩართულობის მზადყოფნას ადასტურებს.
„დღეს ჩვენ აღვნიშნავთ საპარლამენტო-საჯარო-კერძო დიალოგის დაწყების მეორე სერიას, რომელიც მიზნად ისახავს დისკუსიებს კანონმდებლებსა და ბიზნესის წრეების წარმომადგენლებს შორის. დიალოგის პირველი სერია საკმაოდ წარმატებული აღმოჩნდა ისეთ თემებზე დისკუსიისას, როგორიცაა მიწის რეფორმა, საპენსიო რეფორმა და ა.შ. ჩვენ ველით ფართო კონსენსუსს, რომ ხელი შევუწყოთ ე.წ. „მეორე თაობის ეკონომიკურ რეფორმებს “,- განაცხადა სააგენტოს მისიის დირექტორის მოადგილემ.
საჯარო და კერძო სექტორებს შორის ეფექტური დიალოგის საჭიროებასა და პროექტის მნიშვნელობაზე ისაუბრა საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ, კახაბერ კუჭავამ.
„თუ გავითვალისწინებთ, რამდენად ამბიციური, დიდი და საკმაოდ შედეგზე ორიენტირებული გეგმები აქვს დღევანდელ ხელისუფლებას, განსაკუთრებით გავიაზრებთ იმ მნიშვნელობას, რასაც ჰქვია გვესმოდეს კომპანიების, გვესმოდეს მათი ხმა. ძალიან დიდი მადლობა ორგანიზატორებს ამ პლატფორმის შექმნისთვის,რადგანაც ის არის გარანტი, რომელიც უზრუნველყოფს იმ შედეგს, რომლისთვისაც ვიბრძვით - ძლიერი ეკონომიკა და სწრაფი განვითარება. არის ძალიან ბევრი საკითხი, რომელიც საჭიროებს დამუშავებას. მნიშვნელოვანია, სანამ ნებისმიერი კანონი იქნება მიღებული, გვქონდეს სწორი კომუნიკაცია კერძო სექტორთან, ყველა იმ მოთამაშესთან, რომელსაც ესმის რეალური პრობლემატიკა. სწორედ ეს არის ის პლატფორმა, რომელიც შეძლებს ამის ფასილიტაციას. მინდა დაგარწმუნოთ, რომ საქართველოს მეცხრე მოწვევის პარლამენტის შემადგენლობა ძალიან ენერგიულად შემოგიერთდებით ამ საქმიანობაში და ერთად მივაღწევთ დასახულ მიზანს“,- განაცხადა კახა კუჭავამ.
პრეზენტაციაზე დამსწრეებს სიტყვით მიმართეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, ნინო ჯავახაძემ, „მმართველობა განვითარებისთვის საქართველოში“ (G4G) პროექტის ხელმძღვანელმა, ნატალია ბერუაშვილმა, ბიზნესისა და ეკონომიკის ცენტრის თავმჯდომარემ, არჩილ ბაკურაძემ და აღმასრულებელმა დირექტორმა, ნათია კაციაშვილმა, და BP-ს გენერალურმა მენეჯერმა საქართველოში, კრის შლიტერმა მიმართეს.
გამომსვლელებმა ეკონომიკური განვითარებისთვის სისტემური რეფორმების მნიშვნელობაზე, ეფექტურ თანამშრომლობასა და დიალოგზე ისაუბრეს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.