დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატის, გიორგი ფანცუალაიას განცხადებით, ე.წ. ციანიდის საქმესთან დაკავშირებით საპატრიარქოს მდივან-რეფერენტის, შორენა თეთრუაშვილის მტკიცებულებებს გაეცნო და დაკავებულ სასულიერო პირსაც გააცნო.
როგორც ფანცულაიამ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, საქმის მასალებით დეკანოზის ბრალეულობა არ დასტურდება.
„მისი ჩვენების შემდეგ, კიდევ უფრო ირონიის მომგვრელია ის, რომ მამა გიორგი მამალაძე არის ბრალდებული და შორენა თეთრუაშვილი არის დაზარალებული და კიდევ უფრო იკვეთება ერთი ახალი ტომის გადმოცემის შემდეგაც, თუ რამდენად აბსურდულია მის მიმართ წაყენებული ბრალი, ვინაიდან მიუხედავად საქმეთა ფურცლების რაოდენობისა, სრული პასუხისმგებლობით გეუბნებით, რაც უფრო მეტ მასალებს ვიღებ, უფრო და უფრო ვრწუმუნდები, რომ არანაირი ბრალეულობა ამ მასალებით არ დასტურდება", განაცხადა გიორგი ფანცულაიამ.
საპატრიარქოს იურისტის, ედიშერ ქარჩავას განცხადებით, შორენა თეთრუაშვილს, მას შემდეგ, რაც ის პროკურატურაში დაიკითხა, დეკანოზ გიორგი მამალაძის ბრალდების საქმეში დაზარალებულის სტატუსი მიენიჭა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.