გაერთიანებული სამეფოს დელეგაციამ თავდაცვის სამინისტროში შეხვედრა გამართა
07-03-2017, 08:03

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოში დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელი იმყოფება. ვიზიტისას დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს საერთაშორისო უსაფრთხოების პოლიტიკის დირექტორი ნიკ გური საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ლელა ჩიქოვანმა მიიღო.

 


თავდაცვის უწყების ცნობით, მხარეებმა ქვეყნებს შორის თავდაცვის სფეროში ორმხრივი ურთიერთობის მნიშვნელობასა და 2017 წლის ორმხრივი თანამშრომლობის საკითხებზე ისაუბრეს. ლელა ჩიქოვანმა ნიკ გურს უწყებაში განხორციელებული რეფორმირების პროცესი გააცნო. მინისტრის მოადგილემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტი (SNGP) რეფორმირების პროცესის განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს. მან ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის იმპლემენტაციის პროცესში ალიანსის წევრების, ასევე პარტნიორი ქვეყნების პროცესში აქტიური ჩართულობის მნიშვნელობა აღნიშნა და ნიკ გურს სტრატეგიული კომუნიკაციების კუთხით ბრიტანელი მრჩევლის მოვლინების გამო მადლობა გადაუხადა. შეხვედრაზე ყურადღება სამხედრო განათლების კუთხით თანამშრომლობის გაღრმავებისა და გამოცდილების გაზიარების, ერთობლივ წვრთნებში ბრიტანელი სამხედროების მონაწილეობის, დაჭრილი სამხედრო მოსამსახურეების რეაბილიტაციის კუთხით თანამშრომლობისა და სხვა საკითხებზე გამახვილდა.

 


მინისტრის პირველ მოადგილესთან პირისპირ შეხვედრის შემდეგ, ნიკ გურმა უწყების თავდაცვის სტრატეგიული მიმოხილვის დოკუმენტზე მომუშავე სპეციალისტთა ჯგუფთან შეხვედრა გაიმართა. ბრიტანულმა მხარემ მასპინძლებს გამოცდილება გაუზიარა.

 


შეხვედრას საქართველოში დიდი ბრიტანეთის ელჩი ჯასტინ მაკენზი სმიტი, დიდი ბრიტანეთის სამეფო საზღვაო ძალების სამხედრო ატაშე, ვიცე–პოლკოვნიკი დევიდ ეთელი და სხვა ოფიციალური პირები დაესწრნენ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი