ირაკლი ღარიბაშვილი: ც ჰეპატიტის პროგრამის ფარგლებში ათობით ათას ადამიანს მიეცემა განკურნების საშუალება
26-03-2015, 05:17

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ირაკლი ღარიბაშვილმა დღევანდელ პრეს-კონფერენციაზე ჯანდაცვის სამინისტროს  მიერ   შემუშავებული  ც ჰეპატიტის პროგრამის  შესახებაც ისაუბრა და მას, „უპრეცედენტო პროგრამა “ უწოდა. პრემიერის თქმით, ც ჰეპატიტის პროგრამის  ფარგლებში ათობით ათას ადამიანს მიეცემა განკურნების საშუალება.


„მოგეხსენებათ ჩამოსულები არიან ამერიკის დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელები, რათა საბოლოოდ  განისაზღვროს უპრცედენტო პროგრმის სამოქმედო გეგმა და მოხდეს  მისი გაცნობა საზოგადოებისთვის. თავდაპირველად, როცა  პროგრამის განსახორციელებლად  ქვეყნის შერჩევა ხდებოდა, მთავარი კრიტერიუმები იყო - პირველ რიგში  სტაბილური პოლიტიკური ვითარება  და მეორე, მთავრობის ნება, ჯანდაცვა ყოფილიყო პრიორიტეტული.  სწორედ  ამ ორი კრიტერიუმით შეირჩა საქართველო“,  აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.


ღარიბაშვილის თქმით, 21 აპრილს  საქართველოს მთავრობასა და ამერიკის დაავადებათა კონტროლის ცენტრს შორის ხელშეკრულებაზე ხელმოწერის შემდეგ, უახლოეს დღეებში დაიწყება პრეპარატების გაცემა, რომელიც „ამ ეტაპზე გათვლილი არის 5000 მძიმე პაციენტზე, შემდეგ კი ათობით ათას ადამიანს მიეცემა განკურნების საშუალება. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი, ამას ჩვენი მთავრობა  კონკრეტული ადამიანების  კონკრეტული  ოჯახების  გასდასარჩენად აკეთებს,“ დასძინა ღარიბაშვილმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი