საქართველოს პრეზიდენტს გიორგი მარგველაშვილს, დღეს, საქართველოში ირანის ისლამური რესპუბლიკის ახლადდანიშნულმა ელჩმა სეიედ ჯავად ყავამ შაჰიდმა რწმუნებათა სიგელები გადასცა.
რწმუნებათა სიგელების გადაცემის ოფიციალური ცერემონიის დასრულების შემდეგ საქართველოს პრეზიდენტმა ირანელ დიპლომატთან შეხვედრა გამართა.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, შეხვედრისას მხარეებმა საქართველო-ირანის ურთიერთობა და ქვეყნებს შორის აქტიური თანამშრომლობის კიდევ უფრო განვითარების მნიშვნელობა განიხილეს.
საქართველოს პრეზიდენტს ახლადდანიშნულმა ელჩმა ირანის ისლამური რესპუბლიკის პრეზიდენტის დოქტორ ჰასან როუჰანის პირადი მოკითხვა და ირანში პრეზიდენტის ოფიციალური მიწვევა გადასცა.
თავის მხრივ, სეიედ ჯავად ყავამ შაჰიდმა აღნიშნა, რომ ირანის ისლამური რესპუბლიკის ელჩის რანგში, იგი ძალისხმევას არ დაიშურებს ორი ქვეყნის ურთიერთობების კიდევ უფრო გააქტიურების საქმეში.
გიორგი მარგველაშვილმა ახლადდანიშნულ ელჩს შემდგომ საქმიანობაში წარმატებები უსურვა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.