გიორგი მარგველაშვილმა და ნიკოს კოძიასმა შეხვედრისას საქართველოსა და საბერძნეთს შორის არსებული ისტორიული ურთიერთობა და თანამშრომლობის პერსპექტივა განიხილეს
08-03-2017, 00:03

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა საბერძნეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრთან, ნიკოს კოძიასთან შეხვედრა გამართა.

 


შეხვედრისას მხარეებმა საქართველოსა და საბერძნეთს შორის არსებული ისტორიული ურთიერთობა და თანამშრომლობის პერსპექტივა განიხილეს.

 


პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, საუბარი შეეხო საქართველოს, როგორც ევროპასა და აზიას შორის სატრანზიტო დერეფნის მნიშვნელობას, ასევე შავი ზღვის აუზის ქვეყნების ეკონომიკური თანამშრომლობისა და უსაფრთხოების საკითხებს.

 


საბერძნეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა გიორგი მარგველაშვილს კიდევ ერთხელ დაუდასტურა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის, არაღიარების პოლიტიკის, ასევე ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფების მტკიცე მხარდაჭერა. თავის მხრივ, ქვეყნის პირველმა პირმა მადლობა გადაუხადა ნიკოს კოძიასს მის მიერ საქართველოსათვის ვიზალიბერალიზაციის პროცესში შეტანილი პირადი წვლილისათვის.

 


ნიკოს კოძიასმა საქართველოს პრეზიდენტს საბერძნეთის პრეზიდენტის გულთბილი მოკითხვა გადასცა და პრეზიდენტ პროკოპის პავლოპულოსის სახელით საბერძნეთის რესპუბლიკაში მიიწვია.

 


საბერძნეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, პრეზიდენტის საგარეო ურთიერთობათა მდივანი თენგიზ ფხალაძე, პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი ფიქრია ჩიხრაძე, პრეზიდენტის მრჩეველი სოფიო შამანიდი ესწრებოდნენ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი