ის, რაც გუშინ მოხდა სტრასბურგში, ივანიშვილის რეჟიმის დასასრულის დასაწყისია, აღნიშნული განცხადება „ლეიბორისტული პარტიის" ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა პარტიის ოფისში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე გააკეთა.
მისი აზრით, „ხელისუფლებამ უნდა დანიშნოს ვადამდელი არჩევნები და წავიდეს სახლში".
„ამას ან გააკეთებენ თვითონ ზევიდან, ან ხალხი გააკეთებს ქვევიდან. არჩევანი მათზეა. არავინ არ აპატიებს ცრუპენტელა, ბოროტმოქმედ ივანიშვილს ქვეყნის გადაგდებას, სახელმწიფოს გაყიდვას, პოლიტიკური ინსტიტუტების პრივატიზებას, ყალბ დაპირებებს, ბოროტ დაპირებებს, რომლებიც არ შესრულდა.... წავიდნენ, დააბრუნონ ქონება, რომელიც წაგვართვეს - საყდრისიდან დაწყებული სატრანზიტო მილიარდებით დამთავრებული, რომელიც წაიღეს სახლში და რომელიც უნდა შესულიყო ჩვენი ხალხის ჯიბეში, ბიუჯეტში, ოჯახებში და ჩვენი შვილების ინტერსებს უნდა მოხმარებოდა. ეს ყველაფერი დააბრუნონ, ან ჩაჯდნენ ციხეში", - განაცხადა ნათელაშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.