დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატი მიხეილ რამიშვილი ე.წ. ციანიდის საქმეზე მთავარი პროკურატურის მიერ მტკიცებულებათა ნაწილის გასაჯაროვებას ეხმაურება.
„ასეთი გასაჯაროება არის პირდაპირ მითითება იმაზე, რომ ვთქვათ, საზოგადოებას შეუქმნან ისეთი ილუზია, რომ თურმე, რას გადაარჩინეს ქვეყანა. რატომ არ ასაჯაროვებენ თავიდან ბოლომდე როგორ მიმდინარეობს საუბარი, რა თემებზე მიდის საუბარი. ასე ნაწილ-ნაწილ რომ ამოიღო ყველა საუბარი ადამიანისგან და ერთმანეთს შეუერთო, ხომ შეიძლება ნებისიერი აზრი შეუქმნა", - განაცხადა მიხეილ რამიშვილმა „რუსთავი 2"-თან საუბრისას.
პროკურატურამ დღეს ე.წ. ციანიდის საქმეზე გამოძიების შუალედური შედეგები და მტკიცებულებათა ნაწილი გაასაჯაროვა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.