საქართველო-იტალიის დიპლომატიური ურთიერთობების 25 წლისთავის თარიღის მნიშვნელობასა და მომავალი თანამშრომლობის პერსპექტივებზე იმსჯელეს საქართველოს პრემიერ მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა და იტალიის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის მინისტრმა, ანჯელინო ალფანომ რომში გამართულ შეხვედრაზე.
მხარეებმა ორი ქვეყნის პარტნიორული ურთიერთობების ძირითადი საკითხები განიხილეს და ხაზი გაუსვეს საქართველოსა და იტალიას შორის არსებულ მჭიდრო მეგობრულ კავშირებს.
მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, ყურადღება გამახვილდა სავაჭრო-ეკონომიკურ სფეროში არსებულ პოტენციალზე. გამოითქვა იმედი, რომ საქართველოს პრემიერ მინისტრის ვიზიტის ფარგლებში გამართული ბიზნესფორუმი მნიშვნელოვნად გაზრდის იტალიელი ბიზნესმენების დაინტერესებას საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობებით.
საქართველოს პრემიერ მინისტრმა და იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ისაუბრეს საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესებზე და ამ მიმართულებით საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესზე. აღინიშნა, რომ შენგენის წევრ ქვეყნებში ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის რეჟიმის ამოქმედება მნიშვნელოვნად გააღრმავებს კულტურულ კავშირებს, ტურისტულ და ბიზნესურთიერთობებს.
გიორგი კვირიკაშვილმა მადლობა გადაუხადა ანჯელინო ალფანოს ევროინტეგრაციის პროცესში, ასევე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკისადმი იტალიის მხარდაჭერისთვის.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.