მთავარი პროკურატურის მიერ ე.წ. ციანიდის საქმეზე მტკიცებულებების ნაწილის გასაჯაროვებას დაკავებული დეკანოზის ადვოკატი გიორგი ფანცულაია გამოეხმაურა.
ფანცულაიას თქმით, გამოქვეყნებული ვიდეომასალებით არ დგინდება, რომ დეკანოზმა ციანიდი შეიძინა.
„ვიდეომასალები მიჭრეს-მოჭრეს, ამოიღეს, წინა უკანა გადაიტანეს, უკანა წინ გადაიტანეს, კითხვაზე პასუხი მოჭრეს, პასუხზე კითხვა მოჭრეს, ყველა ბრუნვაში გაჩეხეს საქმის მასალები და ვიდეო....
ყველამ დაინახა, რომ მამა გიორგი მამალაძეს ციანიდი არ უყიდია, მამა გიორგი მამალაძე არავის მოკვლას არ აპირებდა, მათ შორის, არ აპირებდა შორენა თეთრუაშვილის მოკვლას, არსად არ ამბობს, რომ ამის გამო უნდა მიეღო თანამდებობა, თანამდებობაზე საუბარს ირაკლი მამალაძე იწყებს და არა გიორგი მამალაძე,“- განაცხადა ადვოკატმა, გიორგი ფანცულაიამ „რუსთავი 2"-თან საუბრისას.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.