ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის 2017 წლის საგაზაფხულო სესიას თბილისი უმასპინძლებს, მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, ამის შესახებ საქართველოს პრემიერ მინისტრ გიორგი კვირიკაშვილისა და ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის, პაოლო ალის შეხვედრაზე აღინიშნა.
მხარეებმა საქართველოს ჩრდილოატლანტიკურ სტრუქტურაში ინტეგრაციის ძირითადი საკითხები განიხილეს. საუბარი შეეხო ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის იმპლემენტაციის დღის წესრიგს და აღინიშნა, რომ საქართველომ მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია ამ მიმართულებით.
შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიის მნიშვნელობაზე, რომელიც თბილისში 26-29 მაისს გაიმართება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.