იტალიის პრემიერ მინისტრი პაოლო ჯენტილონი რომში ოფიციალურ ვიზიტად მყოფ საქართველოს პრემიერ მინისტრს, გიორგი კვირიკაშვილს ოფიციალური ცერემონიით დახვდა.
კიჯის სასახლეში, საპატიო ყარაულის თანხლებით, შესრულდა ორი ქვეყნის ჰიმნი. პრემიერ მინისტრებმა ერთმანეთს სამთავრობო დელეგაციის წევრები წარუდგინეს.
ეკონომიკურ-კულტურული თანამშრომლობის ახალი ეტაპი და მკვეთრი დინამიკა საქართველო-იტალიის ურთიერთობებში, - მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, ასე შეაფასა იტალიის პრემიერ მინისტრმა პაოლო ჯენტილონიმ ქართველი კოლეგის ოფიციალური ვიზიტი რომში. იტალიის მთავრობის მეთაურმა საქართველოს პრემიერ მინისტრს მადლობა გადაუხადა ვიზიტისთვის, რაც, მისი თქმით, ხელს შეუწყობს ორმხრივი თანამშრომლობის კიდევ უფრო გააქტიურებას.
პრემიერ მინისტრებმა საქართველო-იტალიის ურთიერთობების მიმდინარე საკითხები განიხილეს. ყურადღება გამახვილდა ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობების 25-წლისთავის თარიღზე.
მხარეებმა ისაუბრეს სავაჭრო-ეკონომიკურ და საინვესტიციო პოტენციალზე, საქართველოს უნიკალურ გეოსტრატეგიულ მდებარეობაზე, სოფლის მეურნეობის, ენერგეტიკის, ტურიზმის სექტორში თანამშრომლობის პერსპექტივებზე. აღინიშნა საქართველოს პრემიერ მინისტრის ვიზიტის ფარგლებში გაფორმებული თანამშრომლობის მემორანდუმების მნიშვნელობა და გამოითქვა იმედი, რომ იტალია-საქართველოს ბიზნესფორუმი საფუძველს ჩაუყრის ახალ იტალიურ ინვესტიციებს საქართველოში.
შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოსა და იტალიას შორის არსებულ დინამიკურ თანამშრომლობას კულტურის, განათლებისა და მეცნიერების, თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროებში.
გიორგი კვირიკაშვილმა და პაოლო ჯენტილონიმ ისაუბრეს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში საქართველოს ინტეგრაციის საკითხებზე. იტალიის მთავრობის მეთაურმა გამოხატა კმაყოფილება საქართველოს ვიზა-ლიბერალიზაციის პროცესის წარმატებით დასრულების გამო.
მხარეებმა იმსჯელეს რეგიონში არსებულ გამოწვევებზე, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებაზე. პაოლო ჯენტილონიმ კიდევ ერთხელ დაადასტურა იტალიის მთავრობის მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისადმი.
გიორგი კვირიკაშვილმა იტალიის პრემიერ მინისტრს გულთბილი მასპინძლობისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ საქართველო იტალიის მეგობარი ქვეყანა და სანდო პარტნიორია.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.