ექიმების მსგავსად ჩაცმულმა „ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლებმა 30-ზე მეტი ადამიანი მოკლეს ქაბულის სამხედრო საავადმყოფოზე თავდასხმისას
08-03-2017, 11:04

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

30-ზე მეტი ადამიანია მოკლული და სხვა 50 დაჭრილი ქაბულის ყველაზე დიდ სამხედრო საავადმყოფოში მომხდარი თავდასხმის შედეგად. ინფორმაციას BBC ავღანეთის ოფიციოზზე დაყრდნობით ავრცელებს.

 


ექიმების ფორმებში ჩაცმულმა მებრძოლებმა, რომლებიც ცეცხლსასროლი იარაღებით და ყუმბარებით იყვნენ შეიარაღებულნი, შესასვლელამდე მიაღწიეს, მას შემდეგ რაც ერთ-ერთმა ასაფეთქებელი მოწყობილობა საავადმყოფოს ჭიშკართან აამოქმედა და შემდეგ ცეცხლი გაუხსნა თანამშრომლებს და პაციენტებს.

 


სადესანტო-დივერსიულმა რაზმებმა, მას შემდეგ რაც სარდარ დაუდის საავადმყოფოს სახურავზე ვერტმფრენით დაეშვნენ, რამდენიმესაათიანი ბრძოლების შედეგად ოთხივე თავდამსხმელი მოკლეს.

 

 

 

 

 


თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ეგრეთწოდებულმა „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო. „თალიბანმა“ უარყო რაიმე ჩართულობა.

 


პრეზიდენტმა აშრაფ განიმ განაცხადა, რომ 400-საწოლიან საავადმყოფოზე თავდასხმამ „ყველა ადამიანური ფასეულობა გადათელა“.

 


„ყველა რელიგიაში, საავადმყოფო მიჩნეულია, როგორც ხელშეუხებელი ადგილი და მასზე თავდასხმა არის მთელ ავღანეთზე თავდასხმა“, თქვა მან.

 


თავდასხმა ადგილობრივი დროით დილის 09:00 საათზე დაიწყო. საავადმყოფოს ერთ-ერთმა თანამშრომელმა, რომელმაც შეძლო გარეთ გამოსვლა, დაინახა, რომ თავდამსხმელს „თეთრი ხალათი ეცვა, კალაშნიკოვი ეკავა და ცეცხლს უხსნიდა ყველას, მათ შორის მცველებს, პაციენტებს და ექიმებს“.

 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი