იტალიაში ოფიციალურ ვიზიტად მყოფი საქართველოს პრემიერ მინისტრი ჟურნალისტებთან საუბრისას „რუსთავი 2"-ის საქმეზე ევროპარლამენტართა ნაწილის მიერ მისთვის წერილის გაგზავნის ფაქტს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ საპასუხო წერილი უკვე მზად არის.
„ჩვენთვის ევროპარლამენტარებთან ურთიერთობა მნიშვნელოვანია. მათი წერილის შინაარსი ჩემთვის ცნობილია და ჩვენ საპასუხო წერილიც მოვამზადეთ, რომელიც გამოქვეყნდება. საქართველოში არანაირი საფრთხე სიტყვის თავისუფლებას არ ემუქრება. ჩვენ ბოლო წლების განმავლობაში ეს საქმით დავადასტურეთ. საქართველოში მნიშვნელოვნად არის გაუმჯობესებული სიტყვის გამოხატვის თავისუფლება, რაც დადასტურებულია ყველას მიერ. ვფიქრობ, შიშები, რომელიც აქვთ ჩვენს პარტნიორებს, გარკვეულწილად გადაჭარბებულია. კიდევ ერთხელ ვამბობ, საქართველოში ამ მიმართულებით არის მნიშვნელოვანი პროგრესი. მათი აზრი ჩვენთვის მნიშვნელოვანია. ეს აჟიოტაჟი მალე ჩაცხრება. საქართველო აგრძელებს ჩვეულებრივ ცხოვრებას, ევროპული მომავლის შექმნას და არანაირი საფრთხე დემოკრატიზაციის კუთხით, საქართველოში არ არსებობს. ამის გარანტი არის ჩვენი ხელისუფლება და ჩვენ ეს დავადასტურეთ არაერთხელ,” განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
ევროპარლამენტში შემავალი ძირითადი ჯგუფების წარმომადგენლებმა გიორგი კვირიკაშვილს წერილით მიმართეს, რომელშიც შეშფოთებას გამოთქვამენ „რუსთავი 2-ზე"-ის გარშემო მიმდინარე პროცესების გამო.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.