21 მარტის აქციის შემდეგ, ,,ნაციონალურ მოძრაობაში“ დაწყებული დაპირისპირება გრძელდება. კერძოდ, გიგა ბოკერია პარტიის დატოვებას გეგმავს, სანაცვლოდ კი ამერიკის შეერთებული შტატებისგან მხარდაჭერას ითხოვს. ბოკერიას ახალი გეგმით, საქმე სისხლისღვრამდეც უნდა მივიდეს, რომ პროცესებში პატრიარქი ჩაერთოს. ამ საკითხზე გაზეთი ,,ალია“ საკუთარ წყაროზე დაყრდნობით წერს.
,,გიგა ბოკერია პარტიის დატოვებით იმუქრება და მიხეილ სააკაშვილთან საქმის გასარჩევად ამ დღეებში კიევში წასვლას აპირებს. გამოცემას ,,ნაცმოძრაობასთან“ დაახლოებულმა წყაროებმა აცნობეს, რომ გუშინ ბოკერია ამერიკის საელჩოში იყო და იქ საელჩოს გავლენიან პირებს შეხვდა. სავარაუდოდ, ის რიჩარდ ნორლანდსაც შეხვდა და მისგან კონკრეტული დავალება წამოიღო. წყარო აცხადებს, რომ ბოკერიამ ამერიკელებისგან მხარდაჭერის გარანტიები მიიღო, თუ ის სააკაშვილს გაემიჯნება და ახალ პარტიას დააფუძნებს, მზრუნველობას არ მოაკლებენ. თუმცა ეს როდის მოხდება, არავინ იცის.
ბოკერია ,,ნაცმოძრაობიდან“ არათუ ხელცარიელი წასვლას არ აპირებს, სააკაშვილს ,,ნაცმოძრაობის“ ,,ობშიაკიდან“ სოლიდურ ფულსაც სთხოვს მომავალი პარტიის დასაფინანსებლად. ბოკერია მიშასთან კიევში სწორედ ამ ფულთან დაკავშირებით სასაუბროდ ჩადის“,-წერს გაზეთი.
გამოცემის ცნობით, ბოკერიას გააქტიურება იმანაც დააჩქარა, რომ 21 მარტის აქციის შემდეგ პარტია ბევრმა აქტივისტმა დატოვა.
,,ამ დღეებში პარტიაში მეტად სერიოზული ამბები მოხდა და სააკაშვილი ამაზე მთლად გაცოფებულია. 21 მარტის აქციის შემდეგ, ,,ნაცმოძრაობის“ რიგები უამრავმა ადამიანმა დატოვა. განსაკუთრებით, თბილისის, შიდა და ქვემო ქართლის, კახეთისა და იმერეთის რეგიონები აქტიურობენ. წყაროს ინფორმაციით, პარტია 100 კაცზე მეტმა დატოვა, და ამის გარდა, ,,ნაციონალების“ 200-ზე მეტმა კოორდინატორმა მათთან ყოველგვარ თანამშრომლობაზე უარი განაცხადა. ,,ნაციონალები“ ამ ინფორმაციებს ბლოკავენ. მოკლედ, ,,ნაცპარტია“ იშლება და გიგა ბოკერია ნამდვილად არ არის ბრიყვი, რომ სააკაშვილსა და მის პარტიას სამარეში ჩაჰყვეს.
ბოკერიას ახალი პარტია ცხადია, ხელისუფლების ოპონენტი იქნება და ვიდრე მას ახალი ფრონტიდან შეუტევს, მასთან საბრძოლველად იმ რესურსს გამოიყენებს. ეს დროებითი ზავი სააკაშვილმა და ბოკერიამ, როგორც თავად ,,ნაციონალებიც“ ლაპარაკობენ, გუშინ დადეს. თუმცა, ბოკერიას თავისი პირობები ჰქონია სააკაშვილთან და მხოლოდ ამის შემდეგ დასთანხმდა ერთობლივ მოქმედებებზე. კერძოდ, ხლისუფლების წინააღმდეგ სხადასხვა სახის აქციებს, ამიერიდან, ბოკერია და მისი გუნდის წევრები დაგეგმავენ, სააკაშვილის თანაგუნდელები კი მათ დავალებებს შეასრულებენ“,-წერს გამოცემა.
წყარო აცხადებს, რომ ბოკერიას ხელისუფლების წინააღმდეგ საბრძოლველად რაღაც განსაკუთრებული გეგმა არც აქვს და ის ,,ნაცმოძრაობის“ ძველი მეთოდებით იმოქმედებს.
,,ნაციონალების“ ერთადერთი მიზანი რევოლუციის გზით ძალაუფლების ხელში ჩაგდებაა. როგორც წყარო ამბობს, ბოკერია ამ მიზნის მისაღწევად ნაცად გზასა და მეთოდებს გამოიყენებს, ოღონდ უფრო აგრესიული ფორმებითა და საშუალებებით.
წყაროს ინფორმაციით, ბოკერიას გეგმის მიხედვით, დაპირისპირება რელიგიურ ნიადაგზე უნდა მოხდეს, კერძოდ, ეკლესიისა და პატრიარქის მიმართ ანტიკამპანია ჩატარდება, რაც დიდ დაპირისპირებას გამოიწვევს.
,,ბოკერიას ორი დღის წინ, ღამით თავისი გუნდის ლიდერები შეუკრებია და გარკვევით განუცხადებია, რომ ხალხის წონასწორობიდან გამოყვანის ერთადერთი საშუალება მის ყველაზე მგრძობიარე ნერვებზე დარტყმაა. ასეთი კი, ბოკერიას თქმით, ეკლესია და სასულიერო პირები არიან.
ბოკერიას გეგმით, უნდა დაიწყოს ქართული ეკლესიის, პატრიარქის, სასულიერო პირების, მართლმადიდებლური სიწმინდეების არნახული შეურაცხყოფა. შეთითხნილი ბრალდებებით შეეცდებიან, დაამცირონ პატრიაქრი და სასულიერო პირები, სოციალური ქსელით გაავრცელებენ ეკლესიის შეურაცხმყოფელ ინფორმაციებს, ფოტოშოპირებულ კადრებს, სასულიერო პირები ვითომ მაკომპრომეტირებულ დამონტაჟებულ ვიდეო და აუდიოჩანაწერებს. ამ საქმეში ჩაერთვებიან კუდ-ის ის ყოფილი თანამშრომლები, რომელთაც ამისი დიდი გამოცდილება აქვთ“,- წერს გაზეთი.
წყაროს თქმით, ბოკერიას გეგმით, ისეთი ვითარება უნდა შეიქმნას, რომ ,,ნაცების“ წრებსა და მასთან ასოცირებულ არასამთავრობო წარმომადგენლებს ხალხი ქუჩაში დახვდეს და სცემოს.
,,ბოკერიას უნდა, ხალხს კონტროლი დააკარგვინოს და რაც შეიძლება მეტი მათი მომხრე გახდეს მართლმადიდებელი მრევლის მსხვერპლი. მას უთქვამს, საქმე იქამდე უნდა მივიყვანოთ, პატრიარქი რომ გამოვიდეს და ხალხს სიმშვიდისა და აგრესიის შეკავებისკენ მოუწოდოს, ხალხი მაინც არ უნდა გაჩერდეს და ჩვენიანებს სადაც ნახავენ, ფეხქვეშ უნდა გაიფინონო. მოკლედ, ბოკერიას თავისიანები ფეხებზე კიდია, ოღონდ წყალი აამღვრიოს. თუ მთელი ქვეყანა დაუპირისპირდება ,,ნაცმოძრაობასა“ და მათთან ჩაბმულ არასამთავრობოებს, შესაძლოა, სისხლიც დაიღვაროს“,- აცხადებს წყარო.
გამოცემის ცნობით, სწორედ ეს უნდა ბოკერიას, რომ რამდენიმე ადამიანი დაიღუპოს და ეს არის გეგმის მთავარი ნაწილი.
,,ამის შემდეგ, ,,ნაციონალები“ თავიანთი მომხრეების უფლებების დასაცავად აქციებს გამართავენ და ეს არის გეგმის მთავარი ინტრიგა. შეურაცხყოფილი ხალხი ქუჩაში გამოსულ ,,ნაცებს“ რომ დაინახავს, მათ პატრიარქის მოწოდება მართლა ვეღარ შეაჩერებს, მიუვარდებიან და წიხლქვეშ გაიგდებენ. ამით კი ,,ნაცები“ პოლიტიკურ ტემპერატურას აწევენ. ცხადია, მათ დარბევას საერთაშორისო საზოგადოების ნაწილიც დაგმობს და ამით შანსი უჩნდებათ, კიდევ ერთი აქცია დაგეგმონ, ცხადია ორგანიზებული, მინიმუმ ერთთვიანი სამზადისით.
ბოკერიას სააკაშვილის გუნდის წევრებისთვის უთქვამს, მე იმდენს მოვახერხებ, რუსთაველზე ორ ხალხმრავალ ჯგუფს გამოვიყვან და თითოეული მათგანი მზად იქნება, მეორე კბილებით დაგლიჯოს ერთმანეთი, ეს არის მთავარი სამოქალაქო ომის დასაწყებად და ამას ჩემს თავზე ვიღებ, დანარჩენი კი ჩვენი სპეცსამსახურების ყოფილი თანამშრომლებისა და ეკლესიისა და რელიგიურ ჯგუფებში ჩანერგილი ჩვენი აგენტურის საქმეა, ეს ორი დაპირისპირებული მხარე თუ ერთმანეთს დაეჯახა, მერე პროცესებს ვეღარავინ შეაჩერებს, მსხვერპლიც იქნება და ხელისუფლება სიტუაციაზე კონტროლს დაკარგავსო“,- წერს გაზეთი.
წყაროს ცნობით, ბოკერიას თანაგუნდელებისთვის უთქვამს, რომ იმ ადამიანებს, ვინც ეკლესიის წინააღმდეგ იმოქმედებენ, აშშ-ს დააფინანსებს.
,,ბოკერიას სააკაშვილის გუნდის წევრებისთვის ასევე განუცხადებია, რომ მათ ისეთი ადამიანები უნდა მოძებნონ, ვინც მზად იქნებიან, ეკლესიისა და პატრიარქის წინაღმდეგ ყველანაირ სიბინძურეს მოაწერონ ხელი. ამ ხალხს ბოკერია სოლიდურ დაფინანსებას დაპირებია გრანტების სახით.
,,ნაცმოძრაობის“ ოფისიდან გამოჟონა ინფორმაციამ, რომ ბოკერიას ამ გრანტებს ქართულ ეკლესიასთან საბრძოლველ დაფინანსებას, ამერიკელები დაპირდნენ და სავარაუდოდ, ეს საკითხი ბოკერიას ამერიკის საელჩოში სტუმრობისას გადაწყდა“,- აღნიშნავს გამოცემა.
ამასთან, წყარო აცხადებს, რომ ბოკერიას გეგმა სააკაშვილს არათუ მოწონებია, მას სიხარულითაც კი შეხვედრია.
,,ბოკერიას ამ გეგმის დეტალები სააკაშვილსაც სცოდნია და თანახმა ყოფილა, ეს საშინელება განახორციელონ. მეტიც, ,,ნაცებთან“ დაახლოებული ერთ-ერთი წყარო აცხადებს, რომ სააკაშვილი არა თუ თანახმაა, ის ბოკერიაზე მეტადაა მოწადინებული. მისი აზრით, ეს რევოლუციისა და შესაბამისად, ,,ნაცმოძრაობის“ ხელისუფლებაში დაბრუნების შანსს გააჩენს. მეტიც, ,,ნაცმოძრაობის“ ოფისში არ მალავენ, რომ სააკაშვილი სიხარულითაც კი შეხვდა ამ გეგმას, რადან მას ეკლესიასთან და პატრიაქრთან თავისი ძველი ანგარიშების გასწორება უნდა. არ დამვიწყებია, 2012 წლის არჩევნების წინ მთელი ეკლესია ბიძინა ივანიშვილს რომ დაუდგა გვერდით, არჩევნებში ჩვენს დამარცხებაში ეკლესიას დიდი წვლილი მიუძღვის და თუ ისე გამოვა, რომ რელიგიურ ნიადაგზე დაიწყება სამოქალაქო დაპირისპირება და ეს ეკლესიას, მის ექსტრემისტულ ჯგუფებს დაბრალდებათ, ძალიან კარგი იქნება, ვნახოთ, მორწმუნე დაღუპულების მშობლებს პატრიარქი რა პასუხს გასცემსო“,-წერს გაზეთი.
წყარო: ნიუსპრესი
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.