არჩილ თალაკვაძე: რაც შეეხება უცნაურ სიხარულს და ნიშნისმოგებას, რომელიც მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით პოლიტიკაში და გარკვეულ ჯგუფებს შორის შეინიშნება, მერწმუნეთ, რომ მომდევნო თვეში ეს ყველაფერი დასრულდება
09-03-2017, 03:38

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკაძე „რუსთავი 2"-ის საქმეზე მიმდინარე პროცესებს ეხმაურება და აცხადებს, რომ „რაც შეეხება უცნაურ სიხარულს და ნიშნისმოგებას, რომელიც მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით პოლიტიკაში და გარკვეულ ჯგუფებს შორის შეინიშნება, მერწმუნეთ, რომ მომდევნო თვეში ეს ყველაფერი დასრულდება".

 

 

თალაკვაძის თქმით, საქართველოს არანაირი უკუსვლა არ ექნება მედიის თავისუფლების თვალსაზრისით.

 

 

„ჩვენ გვაქვს გაცილებით კარგი მდგომარეობა, ვიდრე საქართველოს არაკეთილმოსურნეებს ჰგონიათ. გვაქვს 5%-ზე მაღალი ეკონომიკური ზრდა, ასევე ვიზა-ლიბერალიზაცია. იწყება მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტები და გველოდება გადატვირთული ტურისტული სეზონი, რომელიც კიდევ უფრო მეტ შემოსავალს მოუტანს ქვეყანას. ეს არის ის მოცემულება რომელიც დღეს გვაქვს ქვეყანაში..... „რუსთავი 2“-თან დაკავშირებით კიდევ ერთხელ მინდა გავიმეორო, ვერანაირი გადაწყვეტილება ვერ შეცვლის ჩევენს ქვეყანაში ჟურნალისტების დამოუკიდებელ პროფესიულ საქმიანობას. ვერანირი ჩარევა ვერ მოხდება ამ სფეროში და ბუნებრივია, შესაბამისად, რა გადაწყვეტილებაც არ უნდა მიღებულიყო, მე არ ველოდები ამ მიმართულებით რამე ცვლილებას. ყველა ჟურნალისტი ჩვეულ რეჟიმში გააგრძელებს დამოუკიდებლად პროფესიულ საქმიანობას. საქართველოს სჭირდება ობიექტური მედია. მედია, რომელსაც აქვს მაღალი სტანდარტები. ხელისუფლებას სჭირდება კრიტიკული მედია, რომ გაითვალისწინოს ის შენიშვნები, რაც მის საქმიანობასთან დაკავშირებით არსებობს", - განაცხადა თალაკვაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი