საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ლოგისტიკური უზრუნველყოფის სარდლობის შეიარაღებისა და ტექნიკის სარემონტო ბაზა დაათვალიერა.
თავდაცვის მინისტრმა ადგილობრივი სამხედრო წარმოების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.
„ჩვენთვის ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს ადგილობრივი სამხედრო ინდუსტრიის ხელშეწყობა, რადგან ეს მნიშვნელოვანი კომპონენტია სამხედრო მზადყოფნისთვის ზოგადად. ამ მიმართულებას განსაკუთრებულ ყურადღებას მივაქცევთ მომავალში, რათა ადგილზე შევძლოთ არა მხოლოდ შეკეთება, არამედ, სამხედრო ინდუსტრიის ხელშეწყობით, უფრო მეტი ადგილობრივი სამხედრო პროდუქციის წარმოებაც“, - აღნიშნა მან.
თავდაცვის მინისტრს მასპინძლობა შეიარაღებისა და ტექნიკის სარემონტო ბაზის უფროსმა, ვიცე-პოლკოვნიკმა ვაჟა არევაძემ, ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის სარდლის მოვალეობის შემსრულებელმა, პოლკოვნიკმა იოსებ ლოლაძემ და პირადმა შემადგენლობამ გაუწიეს. ლევან იზორიამ ბაზაზე ჯავშანტექნიკის, არტილერიის, აგრეგატებისა და სხვა საამქროები დაათვალიერა. მინისტრი ბაზის ისტორიას, ამოცანებსა და მიზნებს ადგილზე გაეცნო და პირად შემადგენლობასაც გაესაუბრა.
ბაზაზე მინისტრთან ერთად იმყოფებოდნენ საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, ბრიგადის გენერალი ვლადიმერ ჩაჩიბაია, გენერალური შტაბის უფროსის მოადგილე, პოლკოვნიკი შალვა ჯაბახიძე და სხვა ოფიციალური პირები.
ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.