გიორგი აბაშიშვილი: პრეზიდენტისადმი აქამდე არსებულ მუქარებს დაემატა მუქარა - აკრძალვა, საკონსტიტუციო საკითხებზე ესაუბროს საკუთარ ხალხს
09-03-2017, 04:15

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი პარლამენტის თავმჯდომარის დღევანდელ განცხადებას ეხმაურება.

 

 

აბაშიშვილის შეფასებთ, „პრეზიდენტისადმი აქამდე არსებულ მუქარებს დაემატა მუქარა - აკრძალვა, საკონსტიტუციო საკითხებზე ესაუბროს პრეზიდენტი საკუთარ ხალხს".

 


„ჩვენ ჯერ კიდევ გასული წლის 12 დეკემბერს საზოგადოება ჩავაყენეთ საქმის კურსში, რომ უზრუნველვყოფდით ძალიან ფართო დისკუსიებს საკონსტიტუციო საკითხებთან დაკავშირებით.... ეს საკითხი არც ერთ რეალურ კომენტარს არ საჭიროებს“, - განაცხადა აბაშიშვილმა.

 

 

მოვუწოდებთ პრეზიდენტს, გვერდზე გადადოს ვიწრო პოლიტიკური ინტერესები და პატივი სცეს კონსტიტუციურ ინსტიტუტებს, არ შეუქმნას ხელოვნური დაბრკოლებები სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის საქმიანობას და იმოქმედოს საქართველოს კონსტიტუციისა და კანონმდებლობის დაცვით, აღნიშნულია პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებაში, რომელიც დღეს პარლამენტის პრესსამსახურმა გაავრცელა.

 

 

ირაკლი კობახიძის აზრით, გიორგი მარგველაშვილი „კონსტიტუციის საერთო სახალხო განხილვის“ ინიციატივით, საქართველოს პარლამენტს და სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიას უპირისპირდება.

 

 

„როგორც ცნობილია, 10 მარტს საქართველოს პრეზიდენტი გეგმავს შეხვედრის მოწყობას, რათა საზოგადოებას გააცნოს მისი ხედვა „კონსტიტუციის საერთო სახალხო განხილვისა“ და შესაბამისი „კამპანიის“ შესახებ. აღნიშნულ შეხვედრაზე საქართველოს პრეზიდენტი იწვევს „ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების, პოლიტიკური პარტიების,დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს, კონსტიტუციონალისტებს, საკონსტიტუციო კომისიის წევრებს, მედიის და საზოგადოების წარმომადგენლებს“ (შენიშვნა: ციტირებულია პრეზიდენტის პრესსპიკერის გამოსვლა).

 

 

საქართველოს პრეზიდენტი აღნიშნული ინიციატივით კიდევ ერთხელ უპირისპირდება საქართველოს პარლამენტს და სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიას და ავლენს შემაშფოთებელ უპატივცემულობას ქვეყნის მთავარი დემოკრატიული კონსტიტუციური ინსტიტუტის მიმართ:

 


1. საქართველოს პრეზიდენტმა შეხვედრა დანიშნა 10 მარტს, საქართველოს პარლამენტის პლენარული სხდომის დღეს, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე და სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის 34 წევრი საკანონმდებლო ორგანოს წარმოადგენენ და 10 მარტს თავიანთი უშუალო უფლებამოსილების განხორციელებით უნდა იყვნენ დაკავებული. ამით, გიორგი მარგველაშვილმა გამოავლინა ღრმა უპატივცემულობა საქართველოს პარლამენტის მიმართ;

 


2. საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, საქართველოს კონსტიტუციის გადასინჯვის კანონპროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვის ორგანიზება არის საქართველოს პარლამენტის ექსკლუზიური უფლებამოსილება და პასუხისმგებლობა. პრეზიდენტს უფლება აქვს მხოლოდ მხარი დაუჭიროს საქართველოს პარლამენტს აღნიშნული განხილვის ორგანიზებაში. აქედან გამომდინარე, გიორგი მარგველაშვილის ინიციატივა, რომელიც საქართველოს პარლამენტთან ყოველგვარი კონსულტაციის გარეშე გაცხადდა, უხეშად ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებს და უნდა შეფასდეს როგორც საქართველოს პარლამენტის უპატივცემულობის მორიგი გამოვლინება;

 


3. როგორც საქართველოს კანონმდებლობის, ისე რაციონალური ლოგიკის თანახმად, კონსტიტუციის გადასინჯვის კანონპროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვა შეიძლება გაიმართოს მხოლოდ მას შემდეგ, რაც მომზადდება და საქართველოს პარლამენტს ინიციატივის წესით წარედგინება კონსტიტუციის გადასინჯვის კანონპროექტი. აქედან გამომდინარე, კანონპროექტზე მუშაობის დასრულებამდე 2 თვით ადრე პრეზიდენტის მიერ აღნიშნული ინიციატივის გაცხადება მოკლებულია რაციონალურ საფუძველს და მხოლოდ სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის საქმიანობისთვის დაბროლების შექმნას შეიძლება ისახავდეს მიზნად.

 


ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მოვუწოდებთ პრეზიდენტს, გვერდზე გადადოს ვიწრო პოლიტიკური ინტერესები და პატივი სცეს კონსტიტუციურ ინსტიტუტებს, არ შეუქმნას ხელოვნური დაბრკოლებები სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის საქმიანობას და იმოქმედოს საქართველოს კონსტიტუციისა და კანონმდებლობის დაცვით", - აღნიშნულია კობახიძის განცხადებაში.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი