ერაყის ძალები მოსულში „ისლამურ სახელმწიფოსთან“ ბრძოლას განაგრძობენ, ქალაქ ტიკრიტთან ახლოს მდებარე სოფელში კი, ქორწილში შეკრებილ სტუმრებს შორის ორმა თვითმკვლელმა თავი აიფეთქა, რის შედეგადაც 26 ადამიანი დაიღუპა და სულ მცირე 25 დაიჭრა.
ეგრეთწოდებულმა ისლამურმა სახელმწიფომ განაცხადა, რომ მისმა ორმა მებრძოლმა განახორციელა ოთხშაბათს სოფელ ჰაჯაჯში თავდასხმა.
როგორც BBC ოფიციოზზე დაყრდნობით იტყობინება, პირველმა თვითმკვლელმა ასაფეთქებელი ჟილეტი მოცეკვავე მამაკაცებს შორის აამოქმედა, შემდეგ კი მეორემ თავი იმ ადგილას აიფეთქა, სადაც ხალხი დასახმარებლად შეიკრიბა.
ადგილობრივი მთავრობის წარმომადგენელმა AP -ს უთხრა, რომ დაღუპულთა უმრავლესობა ბავშვები არიან.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.