კახა კალაძე: კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ მოსახლეობისთვის გაზის ტარიფის გაზრდა არ იგეგმება
26-03-2015, 10:16

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]


ენერგეტიკის მინისტრის, კახა კალაძის განცხადებით, მოსახლეობას გაზის საფასური არ გაუძვირდება, ხოლო რაც შეეხებათ იურიდიულ პირებს, უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი თუ რა ტარიფები დაუწესდებათ. ამის შესახებ კალაძემ ჟურნალისტებს მთავრობის დღევანდელი სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა.

 

“უახლოეს მომავალში იქნება ცნობილი, თუ რა ტარიფები იქნება კომერციულ სექტორთან მიმართებაში. რაც შეეხება მოსახლეობას, ამასთან დაკავშირებით არაერთხელ გავაკეთე განმარტება და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ მათთვის გაზის ტარიფის გაზრდა არ იგეგმება”, – აღნიშნა კალაძემ.

 
გაზის საფასური იურიდიული პირებისთვის 1-ელი მარტიდან გაძვირდა, თუმცა მთავრობის გადაწყვეტილებით, მაისამდე გაზისა და ნავთობის კორპორაციის მიერ დაახლოებით 15 მილიონი ლარის სუბსიდირება განხორციელდა.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი