თბილისის საკრებულოში ე.წ. ბავშვთა სამყაროში ხანძრის შედეგად დაზარალებული მოვაჭრეებისა და საკრებულოს თავმჯდომარის შეხვედრა დასრულდა.
შეხვედრისას მხარეები შეთანხმდნენ, რომ მორიგი მოლაპარაკება სამშაბათს გაიმართება.
„რომ გითხრათ, რომ რამეზე შევთანხმდით და კონკრეტულ შედეგს მივაღწიეთ, ეს ტყუილი იქნება. სადაც ამდენი ხანი ველოდეთ თვენახევარი თითქმის, ეს სამი-ოთხი დღეც აღარაფერს წყვეტს. ჩვენ დაველოდებით სამშაბათს. უნდა შედგეს ახალი სიები, ეს უნდა იყოს აბსოლუტურად დეტალებში აღწერილი ყველაფერი. ამ სიების მიხედვით არ ვიცი რაზე შეჯერდებიან, რას დაგვპირდებიან", - განაცხადა ერთ-ერთმა დაზარალებულმა ჟურნალისტებთან საუბრისას.
შეხვედრამდე კი დაზარალებულმა მოვაჭრეებმა საკრებულოს შენობის წინ აქცია გამართეს და კარვების დადგმა სცადეს, რისი საშუალებაც მათ სამართალდამცავებმა არ მისცეს. აღნიშნულს პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირება მოჰყვა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.