რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა შინაგან საქმეთა სამინისტროდან 10 გენერალი გაათავისუფლა, კერძოდ კი საგამოძიებო კომიტეტის და ფედერალური სამსახურის სააღსრულებო სამსახურებიდან. ამის შესახებ „რია ნოვოსტი“ იუწყება.
რუსული სააგენტო იმ 10-ივე გენერლის ვინაობას აქვეყნებს, რომლებიც სამსახურებიდან დაითხოვეს.
გარდა ამისა, თანამდებობებიდან გათავისუფლდნენ ებრაული ავტონომიური ოლქის პროკურორი ლიდია დიაკონოვა და ჩუვაშეთის რესპუბლიკის პროკურორი სერგეი ლეგოსტაევი.
ვლადიმერ პუტინის მიერ განხორციელებული საკადრო გადაწყვეტილების მიზეზები არ დასახელებულა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.