საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა, მიხეილ გიორგაძემ კომპოზიტორ ვაჟა აზარაშვილს ქართული ხელოვნების განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს სპეციალური ჯილდო „ხელოვნების ქურუმი“ გადასცა.
ვაჟა აზარაშვილის შემოქმედება ჟანრობრივი მრავალფეროვნებით გამოირჩევა. კომპოზიტორს ქართულ ხელოვნებაში შეტანილი წვლილისათვის მრავალი საპატიო წოდება და პრემია აქვს მინიჭებული: 1998 წელს გოგებაშვილის სახელობის პრემია, 2003 წელს ზ.ფალიაშვილის სახ. პრემია, სახელმწიფო პრემია (2004). არის ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე (1979), საქართველოს სახალხო არტისტი (1988), ღირსების ორდენი (1998). თბილისის საპატიო მოქალაქე გახდა (1999) და მრავალი სხვა.
ვაჟა აზარაშვილი დაიბადა 1936 წლის 13 ივლისს, თბილისში. მუსიკალური განათლება IV სამუსიკო სასწავლებელში მიიღო. 1964 წელს დაამთავრა თბილისის ვ. სარაჯიშვილის სახ. სახ. კონსერვატორია კომპოზიციის კლასი (პროფ. ი. ტუსკია). 1961 წლიდან ვაჟა აზარაშვილი შემოქმედებითი მოღვაწეობის პარალელურად, პედაგოგიურ საქმიანობასაც ეწეოდა, ჯერ II და III სამუსიკო სასწავლებლებში, 1971 წლიდან კონსერვატორიის პედაგოგია ( პროფესორი 1988 წლიდან). 1994 წელს გახდა საქართველოს სახელმწიფო ფილარმონიის სამხატვრო ხელმძღვანელი, ხოლო 1997 – 2007 წლებში კომპოზიტორთა კავშირის თავმჯდომარე.
ინფორმაციას საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.