საპატრიარქოს ტელევიზიის თანამშრომლები: უმორჩილესად ვთხოვთ პატრიარქს, „ერთსულოვნების" დირექტორის თანამდებობაზე დატოვოს ჭყონდიდელი მიტროპოლიტი პეტრე
09-03-2017, 10:03

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საპატრიარქოს ტელეკომპანიის თანამშრომლები პატრიარქს ტელევიზიის ხელმძღვანელის თანამდებობაზე ჭყონდიდის მიტროპოლიტის, პეტრე ცაავას დატოვების თხოვნით მიმართავენ.

 

 

„ერთსულოვნების" მიერ გავრცელებულ განცხადებას სრულად გთავაზობთ:

 

 

„მოგეხსენებათ, რომ დღეს ჭყონდიდელი მიტროპოლიტი პეტრე საპატრიარქოს ტელევიზია ერთსულოვნების დირექტორობის თანამდებობიდან გათავისუფლდა. მიუხედავად ჩვენი გულისტკივილისა, ვასრულებთ მეუფე პეტრეს ლოცვა-კურთხევას და მხოლოდ ამ მოკრძალებული სახით გამოვხატავთ ჩვენს პოზიციას. ამავე დროს გამოვთქვამთ უდიდეს პატივისცემასა და მადლიერებას მიტროპოლიტ პეტრესადმი, რომელიც 8 წლის განმავლობაში ღირსეულად მართავდა ტელევიზიას. ტელეკომპანია ერთსულოვნება დღემდე ემსახურებოდა სარწმუნოებრივ და ეროვნულ ფასეულობებს. იმედი გვაქვს, რომ ის შრომა და ღვაწლი, რაც მეუფემ ამ წლების განმავლობაში გასწია ტელევიზია ერთსულოვნების განვითარების საქმეში მომავალშიც დაფასდება.

 

 

უმორჩილესად ვთხოვთ, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარესს ილია მეორეს, გაითვალისწინოს ტელეკომპანიის თითოეული თანამშრომლის უდიდესი სურვილი და საპატრიარქოს ტელევიზია ერთსულოვნების დირექტორის თანამდებობაზე დატოვოს ჭყონდიდელი მიტროპოლიტი პეტრე“, აღნიშნულია საპატრიარქოს ტელეკომპანიის თანამშრომლების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

 

კომენტარები: 2
#2   Tamar Chkheidze
      
სამართლიანი იქნება, პატრიარქმა გაითვალისწინოს ტელევიზიის თანამშრომელტა აზრი. თუმცა არ ვიცი სინოდის გადაწყვეტილების წინააღმდეგ თუ შეუძლია წასვლა,თუ ტელევიზიის დირეტორის დანიშვნა მისი კო მ პე ტე
ეტ მი ა
10 მარტი 2017 01:46
#1   ნანა
      
მე ვეთანხმები პატრიარქის გადაწყვეტილებას.რადგანაც მან გადაწყვიტა რომ არ უნდა იყოს მეუფე პეტრე ეჭვი არავინ უნდა შევიტანოთ.
9 მარტი 2017 10:27
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი