წერილის შინაარსი ვიცი, გავეცანი და შესაბამისად, ჩვენი პასუხიც იქნება წარმოდგენილი უახლოეს დღეებში, განაცხადა ვიცე პრემიერმა, ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ ევროპარლამენტარების მიერ „რუსთავი 2"-ის საქმეზე პრემიერ მინისტრისთვის გამოგზავნილ წერილთან დაკავშირებით.
კითხვაზე, ხედავს თუ არა იმ საფრთხეებს რეალურად, რაზეც საუბარია წერილში, კალაძე პასუხობს:
„მე ისევ ჩემს აზრზე ვრჩები - საქართველოში არც ერთ მედიასაშუალება არ აქვს საფრთხე. დამთავრდა ის დრო, როდესაც ტელევიზიებში ხელკეტებით, ნიღბებით უვარდებოდნენ; დამთავრდა ის დრო, როდესაც საქართველოში ტელევიზიების დახურვა მიდიოდა. არც ერთ მედიასაშუალებას და არც „რუსთავი 2"-ს არანაირი საფრთხე არ ემუქრება საქართველოში ჩვენი მთავრობის პირობებში.... თუ არის რაიმე ხარვეზი, რა თქმა უნდა, ეს აუცილებლად უნდა გამოსწორდეს. კიდევ ბევრი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ წინ წავიდეთ. უბრალოდ ის, რომ მედია არის ტერორის ქვეშ, ეს არის ძალიან დიდი სიცრუე და ტყუილი", - განაცხადა „რუსთავი 2"-თან საუბრისას კალაძემ, რომელიც ფიქრობს, რომ ევროპარლამენტართა ნაწილის განცხადებები, თითქოს მთავრობა ზეწოლას ახორციელებს მედიაზე, არის არასწორი.
მისივე აზრით, ევროპარლამენტარები, შესაძლოა, მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობის" მიერ მიწოდებულ ინფორმაციებს ეყრდნობოდნენ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.