პრეზიდენტი ვის შეხვდება და ვისთან გამართავს კონსულტაციებს, ეს ჩემთვის საინტერესო არ არის, განაცხადა ვიცე პრემიერმა, ენერგეტიკის მინისტრმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.
მისი თქმით, ამ მხრივ, საინტერესოა, კონკრეტულად სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის მუშაობა და მათ მიერ მიღებული გადაწყვეტილებები.
„პრეზიდენტის განცხადებებიდან გამომდინარე, არანაირი ცვლილებები არ უნდა განხორციელდეს. ზოგადად, საკონსტიტუციო კომისიამ უნდა იმოქმედოს ისე, როგორც ქვეყანას სჭირდება, ჩვენს მომავალს სჭირდება და არა პრეზიდენტის განცხადებებიდან გამომდინარე. ირაკლის [კობახიძე] განცხადებას მე მოვუსმინე, ის იყო ცოტა ემოციური, თუმცა, მესმის მისი. რაც შეეხება კონსტიტუციას, ამაზე მუშაობენ ადამიანები, ვინც კონკრეტულად იციან ეს საქმე და დარწმუნებული ვარ, საბოლოოდ რა დოკუმენტიც იქნება მიღებული, იქნება გამართული", - განაცხადა კახა კალაძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.