საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში კამპანიის „კონსტიტუცია ყველასია” პრეზენტაცია მიმდინარეობს. კამპანია საკონსტიტუციო ცვლილებებზე საჯარო განხილვას გულისხმობს.
პრეზიდენტის ადმინისტრაციაში შეკრებილ სტუმრებს გიორგი მარგველაშვილმა სიტყვით მიმართა.
„როგორ უნდა გახდეს საკონსტიტუციო პროცესი ჩვენი გაძლიერების მიზეზი და მიზანი, მაგრამ არა ისე, როგორც აქამდე ეს ხდებოდა, როცა დახურულ კაბინეტებში იწერებოდა დოკუმენტი, კონსტიტუციის გადასინჯვის ჩვენი საზოგადოების გამთლიანების წინაპირობა გახდეს, ყველა უნდა ვმონაწილეობდეთ ამ პროცესში. კონსტიტუცია ყველას გვაერთიანებს... მას ხელს ქართველი მოსახლეობა უნდა აწერდეს... ჩვენ ვიწყებთ პროცესს - კონსტიტუცია ყველასია, რომლის მიზანია ყველა ჯგუფს მივცეთ შესაძლებლობა, გამოხატოს პოზიცია ამ უმნიშვნელოვანესი თანხმობის დოკუმენტში,“ - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
ღონისძიებას საზოგადოების წარმომადგენლები, კონსტიტუციონალისტები, საკონსტიტუციო კომისიის წევრები, საპარლამენტო და არასაპარლამენტო პარტიები, ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციები, დიპლომატიური კორპუსი, მედიის წარმომადგენლები ესწრებიან. ღონისძიებაში არ მონაწილეობენ მმართველი გუნდის წარმომადგენლები.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.