ჩვენ არ ვქმნით არც ალტერნატიულ პროცესს, არც ალტერნატიულ ტექსტს, არამედ ჩვენ ვეხმარებით მიმდინარე პროცესს, განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა ავლაბრის რეზიდენციაში, კამპანიის „კონსტიტუცია ყველასია” პრეზენტაციის დროს.
„სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის პატივცემულმა წევრებმა, რომლებიც დარწმუნებული ვარ, თითოეული მათგანი როდესაც თითოეულ მუხლზე მუშაობს, არ ფიქრობს პარტიული პოზიციიდან, არ ფიქრობს რაღაც სხვა ინტერესებიდან გამომდინარე. ფიქრობს ერთადერთზე - რის წაკითხვას მოინდომებდა ქართველი ხალხი ამა თუ იმ მუხლში - აი, მათ ვეხმარებით, იმიტომ რომ ვაწვდით ქართველი საზოგადოების მოსაზრებებს", - განაცხადა პრეზიდენტმა.
ღონისძიებას საზოგადოების წარმომადგენლები, კონსტიტუციონალისტები, საკონსტიტუციო კომისიის წევრები, საპარლამენტო და არასაპარლამენტო პარტიები, ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციები, დიპლომატიური კორპუსი, მედიის წარმომადგენლები ესწრებიან. ღონისძიებაში არ მონაწილეობენ მმართველი გუნდის წარმომადგენლები.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.