მე მოვითხოვ, რომ ან გამოძიებამ გაასაჯაროოს მამა გიორგი მამალაძის 33-ფურცლიანი ჩვენება, ან მე მომცენ ამის უფლება, აღნიშნული განცხადება ჟურნალისტებთან საუბრისას დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატმა, გიროგი ფანცუალაიამ გააკეთა.
მისი თქმით, თუ საგამოძიებო უწყება მამა გიორგი მამალაძის დაკითხვას გაასაჯაროებს, ყველა კითხვას გაეცემა პასუხი.
„მამა გიორგი მამალაძემ პირველი დაკითხვის დროს უშუალოდ მის მიმართ წაყენებულ ბრალზე ისაუბრა და ყველა კითხვას გასცა პასუხი. დამატებითი კითხვები დარჩენილია ისეთ თემებზე, თუ რატომ აღმოჩნდა მამა გიორგი მამალაძე ამ მდგომარეობაში და რატომ დაუპირისპირდა მას სისტემა”, - განაცხადა გიორგი ფანცუალაიამ.
დაკავებული დეკანოზის დაკითხვა 13 მარტს, 10:00 საათიდან გაგრძელდება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.