თბილისში, საბურთალოს რაიონში, ფარნავაზ მეფის გამზირზე გზის აღდგენითი სამუშაოები დაიწყო. გზის კაპიტალური შეკეთების სამუშაოებს დღეს თბილისის მერი დავით ნარმანია, მერის მოადგილე გიგა ნიკოლეიშვილი და კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის უფროსი გივი კუბლაშვილი გაეცნენ.

თბილისის მერის თქმით, დიდ დიღომში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების უკვე მეორე მასშტაბური პროექტი ხორციელდება, ხოლო ქალაქში გზის საფარის დაგების სამუშაოები ერთდროულად 20-ზე მეტ ქუჩაზე მიმდინარეობს.
„დიდ დიღომში ძალიან მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული სამუშაოები დავიწყეთ. ზამთრის შემდეგ გზა ძლიერ იყო დაზიანებული და კაპიტალურ შეკეთებას საჭიროებდა. ამ ეტაპზე გზის საფარის მოხსნა მიმდინარეობს, რის შემდეგაც ახალი გზის საფარი დაიგება,“ - განაცხადა დავით ნარმანიამ.

დედაქალაქის მერიის ცნობით, საგზაო სამუშაოების ფარგლებში, ფარნავაზ მეფის გამზირზე მოხდება ასფალტის დემონტაჟი და დაიგება ახალი ორფენიანი საფარი, ახალი ბაზალტის ბორდიურებით მოეწყობა ტროტუარები. ჯამში, ფარნავაზ მეფის გამზირზე 30 000 მ2 ასფალტის საფარი დაიგება.
გზის კაპიტალური აღდგენის სამუშაოებს, კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის დაკვეთით, კონტრაქტორი კომპანია შპს „ენ სი სი“ ახორციელებს. სამუშაოები მიმდინარე წლის 9 მარტს დაიწყო და ივნისში დასრულდება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.