საქართველოს შეიარაღებული ძალების 109 ოფიცერმა დღეს კაპიტნის საკარიერო სკოლა დაამთავრა. საერთო საჯარისო ცენტრის კაპიტნის საკარიერო კურსის გამოშვების საზეიმო ცერემონიალი თავდაცვის სამინისტროს არმიჰოლში გაიმართა. სამხედრო მოსამსახურეებს კურსის წარმატებით დასრულება გენერალური შტაბის უფროსის პირველმა მოადგილემ, პოლკოვნიკმა ნიკოლოზ ჯანჯღავამ და წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდალმა, პოლკოვნიკმა მალხაზ მაკარაძემ მიულოცეს და სამხედრო კარიერაში წინსვლა უსურვეს.
სიტყვით გამოსვლისას მათ დისციპლინის მნიშვნელობას გაუსვეს ხაზი და სამხედრო განათლების კუთხით გატარებულ რეფორმაზე გაამახვილეს ყურადღება, რაც საერთო საჯარისო ცენტრის ინფრასტრუქტურისა და სასწავლო მატერიალურ-ტექნიკური ბაზის განვითარებას ისახავს მიზნად.
ღონისძიების დასასრულს კურსდამთავრებულებს შესაბამისი სერტიფიკატები გადაეცათ. დღეიდან ისინი კვლავ დაუბრუნდებიან საკუთარ ქვედანაყოფებს და შეიარაღებულ ძალებში გააგრძელებენ მსახურს.
თავდაცვის სამინისტროს ცნობით, კაპიტნის საკარიერო კურსი ეროვნულ სასწავლო ცენტრ „კრწანისში" არსებულ საერთო საჯარისო ცენტრში ექვსი თვის განმავლობაში გრძელდებოდა. შეიარაღებული ძალების სხვადასხვა გვარეობის სამხედროებმა შეისწავლეს ტაქტიკა, დაზვერვის უნარ-ჩვევები, საცეცხლე, ახლო საჰაერო და საინჟინრო მხარდაჭერის ელემენტები, საჰაერო თავდაცვა, პერსონალის მართვა, კავშირგაბმულობა და ლოგისტიკა. კურსის ფარგლებში მათ თეორიული და პრაქტიკული სწავლებებიც გაიარეს.
კაპიტნის საკარიერო სკოლა საქართველოს შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფების ასეულის მეთაურების, ბატალიონისა და ბრიგადის შტაბის ოფიცრების მომზადებას, მათში საბრძოლო და სამეთაურო უნარ-ჩვევების გამომუშავებას და მიღებული ცოდნის პრაქტიკულ გამოყენებას უზრუნველყოფს. კაპიტნის საკარიერო სკოლა ოფიცრის ძირითადი სამხედრო განათლების მეორე საფეხურს წარმოადგენს, რომელიც სამხედრო მოსამსახურეებს საშუალებას აძლევს მიიღონ ტაქტიკური დონის განათლება. ოფიცერთა კარიერული განვითარების აუცილებელ წინაპირობას შესაბამისი გვარეობის კაპიტნის საკარიერო კურსების გავლა წარმოადგენს. კაპიტნის საკარიერო სკოლა 1000-ზე მეტმა სამხედრო მოსამსახურემ დაამთავრა, მათ შორის, შინაგან საქმეთა სამინისტროს 58-მა ოფიცერმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.