საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, გატარებული ოპერატიულ - სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დიდი ოდენობით აქციზური მარკის სავალდებულო დართვას დაქვემდებარებული ალკოჰოლური სასმელების აქციზური მარკის გარეშე რეალიზაციის ფაქტზე ორი პირი დააკავა.
„გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულები ახდენდნენ მარკირებას დაქვემდებარებული სპირტიანი ალკოჰოლური სასმელების აქციზური მარკის გარეშე რეალიზაციას, რითაც თავს არიდებდნენ კანონით დადგენილი აქციზის გადასახადის სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდას. 2017 წლის 09 მარტს ბრალდებულები დაკავებულ იქნენ დიდი ოდენობით კონიაკი ,,Hennessy X.O”-ს რეალიზაციისას, რაც საგამოძიებო სამსახურის მიერ ამოღებულია ნივთმტკიცების სახით.
საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სსკ-ის 200-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ,,გ“ ქვეპუნქტებით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ოთხიდან ექვს წლამდე", ნათქვამია საგამოძიებო სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.