დავით ნარმანია კლდიაშვილის ქუჩაზე ხანძრით დაზარალებულ ოჯახებს შეხვდა
11-03-2017, 04:07

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

თბილისის მერი, დავით ნარმანია კლდიაშვილის ქუჩაზე ხანძრით დაზარალებულ ოჯახებს შეხვდა. როგორც დავით ნარმანიამ აღნიშნა, დაზარალებულ მოსახლეობას დედაქალაქის მერია მაქსიმალურად დაეხმარება. მერის თქმით, სახლის აღდგენის სამუშაოები უმოკლეს ვადებში დაიწყება. ასევე, ოჯახებს, რომლებიც საცხოვრებლის გარეშე დარჩნენ, თბილისის მერია დროებით ბინის ქირას გადაუხდის.

 


„წუხელ მერიის შესაბამისი სამსახურები, რაიონული გამგეობა პოლიციასთან ერთად, ვიმყოფებოდით ადგილზე. პირველ ეტაპზე ვიმუშავეთ უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ ნაწილზე, რაც გულისხმობდა იმას, რომ პერიმეტრის დაცვა მოხდა. დღეს დილიდან ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს და თბილისის მერიის ლაბორატორიის წარმომადგენლებმა დაათვალიერეს შენობა. ამ ეტაპზე მიყენებული ზიანის დაანგარიშება მიმდინარეობს. გუშინ ღამით მოსახლეობა სხვადასხვა სასტუმროებში დაბინავდა", განაცხადა დავით ნარმანიამ.

 


გუშინ, კლდიაშვილის ქუჩაზე, ხანძრის შედეგად 2000 კვადრატულ მეტრზე მეტი ფართობი დაიწვა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი