საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ბერლინს ეწვევა
11-03-2017, 04:18

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე 11-13 მარტს ბერლინს ეწვევა. ირაკლი კობახიძე პროგრესული ალიანსის ყრილობაში მიიღებს მონაწილეობას და მაღალი დონის შეხვედრებს გამართავს.

 

 

ირაკლი კობახიძესთან ერთად, ყრილობას გერმანელი პოლიტიკოსი, ევროპარლამენტარი მარტინ შულცი, ჩეხეთის პრემიერმინისტრი ბუჰუსლავ სობოტკა, პორტუგალიის პრემიერ მინისტრი ანტონიო კოშტა, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ზიგმარ გაბრიელი და სხვა მაღალი თანამდებობის პირები დაესწრებიან.

 

 

პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, დაგეგმილია საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შეხვედრა შვედეთის სამეფოს პრემიერმინისტრთან, სტეფან ლოფენთან, პარტია „ევროპელი სოციალისტების“ გენერალურ მდივანთან, ახიმ პოსტთან და ავსტრიის სოციალ-დემოკრატიული პარტიის ლიდერთან, კრისტიან კერნთან.

 

 

ვიზიტისას ირაკლი კობახიძე ბერლინში საქართველოს საელჩოს ეწვევა, სადაც ქართული დიასპორის წარმომადგენლებს შეხვდება.

 

 

დელეგაციაში, რომელსაც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ხელმძღვანელობს, საპარლამენტო უმრავლესობის წევრები - მამუკა მდინარაძე, დიმიტრი ცქიტიშვილი და პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტის უფროსი ნიკა სამხარაძე შედიან.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი