ჩვენს წინააღმდეგ არის ბევრი ფული, მაგრამ ჩვენს წინააღმდეგ არ არის სიმართლე, სიმართლე ჩვენ მხარესაა და ჩვენ გავიმარჯვებთ, აღნიშნული განცხადება „რუსთავი 2"-ის მხარდამჭერ აქციაზე ტელეკომპანიის გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ გააკეთა.
მან პოლიტიკოსებს, არასამთავრობო ორგანიზაციებსა და მოქალაქეებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
„მეგობრებო, დღევანდელი დღე არის მთლიანად ქართველი ხალხის დამსახურება, ქართველი ხალხის, ვისაც შეიძლება მოსწონს „რუსთავი 2" და არ მოსწონს, მაგრამ მთავარი მოსწონს - სიმართლე და ყოველთვის იმის მხარესაა, ვის მხარესაც სიმართლეა. რაც მთავარია, ქართველ ხალხს არ მოსწონს, რომ ჩვენ გადავუხვიეთ ევროპული გზიდან; ქართველ ხალხს არ მოსწონს, რომ ჩვენ არ მივდივართ სიმართლის გზით. ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანი რამ მოხდა დღეს, ამ დღეებში, როდესაც ჩვენ არ წავედით ევროპისკენ, ევროპა წამოვიდა ჩვენსკენ. დღეს არის დიდი ევროპული დღეც. დღეს არის ევროპის, ევროპული დემოკრატიის გამარჯვებისა და ზეიმის დღე. დღეს არის იმ ძალების დამარცხების დღე, რომლებიც სხვაგან ექაჩებიან ამ ქვეყანას", განაცხადა ნიკა გვარამიამ.
გვარამიამ აქციაზე მოსამართლეების, ნინო გვენეტაძის, ეკატერინე გასიტაშვილის, პაატა ქათამაძის, ბესარიონ ალავიძის, მზია თოდუას, ზურაბ ძლიერიშვილის, ვასილ როინიშვილის, მაია ვაჩაძის, გიორგი შავლიაშვილის, ნატალია ნაზღაიძის, ნათია გუჯაბიძისა და შორენა ყაველაშვილის გადადგომა მოითხოვა და მათ „ჯიბის მოსამართლეები" უწოდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.