თბილისის ერთ-ერთ ქუჩას საქართველოს საპატიო მოქალაქის, ამერიკელი ბიზნესმენისა და საზოგადო მოღვაწის, ბობ უოლშის სახელი დაერქვას - მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, ამგვარი ინიციატივით საქართველოს პრემიერ მინისტრმა თბილისის მერიასა და საკრებულოს მიმართა.
გიორგი კვირიკაშვილი ბობ უოლშის ხსოვნის საღამოს დაესწრო და მის მეგობრებთან ერთად, საქართველოს ნამდვილი ქომაგი გაიხსენა. პრემიერ მინისტრის თქმით, ბობ უოლში იყო საქართველოს უდიდესი მხარდამჭერი ამერიკის შეერთებულ შტატებში, რომელიც 80-იან წლებში ერთ-ერთი პირველი დაინტერესდა საქართველოთი.
„ეს იყო პირველი ყინულის გატეხვა, რომელსაც ჰქონდა შემდგომი განვითარებისთვის გზამკვლევის ფუნქცია. ამიტომ არის განსაკუთრებულად დასაფასებელი ბობ უოლშის მეგობრობა საქართველოსთვის და ამიტომ არის განსაკუთრებული ის საქმე, რომელიც მან საქართველოსთვის გააკეთა. მან გამოიყენა მთელი თავისი რესურსი, ის იყო პიონერი, რომელიც ჩამოვიდა აქ საქართველოსთვის ურთულეს პერიოდში. ბობმა გზამკვლევის როლი ითამაშა ძალიან ბევრი ადამიანისთვის, რომელთაც სურდათ საქართველოსთან ურთიერთობა. ჩვენთვის დიდი პატივია, რომ ის არის საქართველოს საპატიო მოქალაქე,” - განაცხადა პრემიერმა სიტყვით გამოსვლისას.
ამერიკელი ბიზნესმენისა და საზოგადო მოღვაწის, ბობ უოლშის ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიება ბობ უოლშის ქართველი მეგობრების, მათ შორის საგარეო ურთიერთობების საკითხებში პრემიერ-მინისტრის მრჩეველის, თედო ჯაფარიძის ინიციატივით გაიმართა, რომელიც უძღვებოდა ხსოვნის საღამოს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.