აჭარის ჯანდაცვის მინისტრის, ზაალ მიქელაძის ინფორმაციით, ბათუმის პოლიციის მთავარ სამმართველოსთან განვითარებული მოვლენების შედეგად, ქალაქის საავადმყოფოებში 20-ზე მეტი პირი შეიყვანეს.
„რესპუბლიკურ საავადმყოფოში 11 პაციენტი იქნა შეყვანილი, მათ შორის, არის 5 პოლიციელი. 3 გაზის მოწამვლის სიმპტომით იყო - 2 მათგანი გაეწერა, ერთი ჰოსპიტალური დაკვირვების ქვეშაა. იყო 6 სხვადახვა სახის ზედაპირული ტრავმები და ჭრილობები, 4 მათგანი უკვე გაწერილია, ორი გადის კვლევას და მათ შორის, საყურადღებოა დეპუტატი ირაკლი ჭეიშვილი, რომელსაც სახის ძვლის ტრავმა აქვს. სავარაუდოდ, ყვრიმალის ძვლის მოტეხილობა და გადის კომპიუტერულ კვლევას. როგორც ის ამბობს, დიდი ზომის ქვა მოხვდა სახის არეში.
რაც შეეხება რეფერალურ კლინიკას, 10 პაციენტი იქნა შემოსული, აქედან 5 უკვე გაეწერა, მათ შორის, 10-დან 6 იყო პოლიციელი. 3-ს ცრემლსადენი გაზით ინტოქსიკაციის ნიშნები აღენიშნება, ერთი, სავარაუდოდ, ტვინის შერყევით არის", განაცხადა მიქელაძემ „რუსთავი 2“-თან საუბარში.
ბათუმში მიმდინარე აქციაზე მონაწილეებმა ცოტა ხნის წინათ საპატრულო პოლიციის მანქანა გადაატრიალეს. მანამდე კი, აჭარის პოლიციის მთავარ სამმართველოსთან მობილიზებულმა სპეცრაზმმა აქციის მონაწილეების მიმართ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა. საუბრობენ, რომ მომიტინგეების მისამართით გამოყენებული იყო რეზინის ტყვიებიც. თავად ადგილობრივებმა კი, სპეცრაზმს ქვები დაუშინეს და გზის გადაკეტვა სცადეს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.