ის, რაც ახლა ბათუმში ხდება, არის ყოვლად მიუღებელი, ამაზრზენი, აღნიშნული განცხადება ჟურნალისტებთან საუბრისას შს მინისტრმა, გიორგი მღებრიშვილმა გააკეთა, რომელიც შექმნილი ვითარების გამო, ამ წუთებში ბათუმში მიემგზავრება.
მისი თქმით, მან აჭარის მთავრობის თავმჯდომარის თხოვნით, დაკავებული პირები გაათავისუფლა, თუმცა, ამ პირების მიმართ ადმინისტრაციული სამართალწარმოება არ შეწყვეტილა.
„მე გავითვალისწინე აჭარის მთავრობის თავმჯდომარის თხოვნა, რომ გამეთავისუფლებინა ადმინისტრაციული წესით დაკავებული პირები. მიუხედავად იმისა, რომ მე ეს ადამიანები გავათავისუფლე, მათ მიმართ ადმინისტრაციული სამართალწარმოება არ შეწყვეტილა და შემიძლია გითხრათ, რომ ეს ადამაინები აუცილებლად სასამართლოს წინაშე წარსდგებიან. ის, რაც ახლა ბათუმში ხდება, არის ყოვლად მიუღებელი, ამაზრზენი. ცალსახად მინდა გითხრათ, რომ მსგავსი პროვოკაციული მოქმედებები ვერავითარ შემთხვევაში ვერ შეუშლის ხელს კანონის აღსრულებას, სამართალდამცავთა მუშაობას და ყველა ის პირი, ვინც თავის თავს კანონზე მაღლა აყენებს, უმკაცრესაად იქნება დასჯილი. უნდა ვიცოდეთ ყველამ, რომ ჩვენ ყველანი ვართ კანონის წინაშე თანასწორნი და ყველანი ერთნაირად ვაგებთ პასუხს კანონის წინაშე.... საჭირო თუ გახდა დამატებითი ძალები იქნება მობილიზებული, საჭირო თუ გახდა საკადრო გადააგილებებიც იქნება განხორციელებული. მეტს ვერაფერს ვერ გეტყვით ახლა, მივემგზავრები ბათუმში, რომ ადგილზე გავეცნო ვითარებას", - განაცხადა მღებრიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.