ვიცე პრემიერი ენერგეტიკის მინისტრი ბათუმში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება და მოსახლეობას სიმშვიდისკენ მოუწოდებს.
„მინდა მივმართო ბათუმელებს - სიმშვიდე და კიდევ ერთხელ სიმშვიდე. მთავარია, ყველა დამშვიდდეს და მოთმინებით დაელოდოს კანონის აღსრულებას. არც ბათუმს, არც საქართველოს, არც პოლიციელებს, რომლებიც ჩვენი და კანონის სადარაჯოზე დგანან, არ უნდა ვაკადროთ ასეთი არეულობა. არ უნდა აკადროთ საკუთარ თავსა და ღირსებას. არ აჰყვეთ პროვოკაციებს, მთავარია პროცესი მივამართოთ იმისკენ, რომ ყველაფერი დალაგდეს. პროტესტის გამოხატვა ვანდალიზმით და სამართალდამცავების დაშავებით, არც ერთ ნორმალურ ქვეყანაში არ რჩება დაუსჯელი. ცხადია, აგრეთვე თუ პოლიციელების მხრიდან არის კანონის გადამეტება, არც ეს დარჩება დაუსჯელი. ვცეთ საკუთარ ქალაქს და ქვეყანას პატივი. ვცეთ ერთმანეთს პატივი. გთხოვთ, მოგიწოდებთ, ანგარიში გაუწიეთ თქვენს თანამოქალაქეებს და დაიშალეთ. ქუჩებში სირბილი, კერძო საკუთრების დარბევა, პოლიციის შენობის შტურმით აღება, ეს არის დანაშაული და კარგად გააცნობიერეთ ეს ყველაფერი, დამშვიდდით და ხვალინდელ დღეს დაელოდეთ. მე ვდგავარ თქვენი, ბათუმელების და სამართალდამცავების გვერდით. მეც ველოდები სიტუაციის განმუხტვას და კანონის ფარგლებში მიღებულ გადაწყვეტილებებს. ყველანი ერთად უნდა დავდგეთ პროვოკატორების და უკანონობის წინააღმდეგ,“ - განაცხადა კახა კალაძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.