აჭარის ჯანდაცვის მინისტრის ზაალ მიქელაძის განცხადებით წუხელ ბათუმის საავადმყოფოებში სულ 33 ადამიანი შეიყვანეს, რომელთაგან 15 პოლიციელია. სამართალდამცველებს ძირითადად აღენიშნებოდათ ზედაპირული ტრავმები, რომელიც ბლაგვი საგნით აქვთ მიყენებული, ხოლო აქციის მონაწილეები საავადმყოფოებში ძირითადად ცრემლსადენი გაზის მოწამლვის დიაგნოზით შეიყვანეს.
აჭარის ჯანდაცვის მინისტრის თქმით, დაშავებულების უმეტესობა საავადმყოფოებიდან უკვე გაწერეს და სტაციონარში მხოლოდ ერთი ადამიანი რჩება, რომელსაც სავარაუდოდ ტვინის შერყევა აღენიშნება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.