აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე ბათუმში განვითარებულ მოვლენებში „პოლიტიკურ ელფერსაც“ ხედავს და აცხადებს, რომ ბოლომდეა შესასწავლი „თუ რა იყო მიზეზები, თუ ვინ ედგა სათავეში ამ ყველაფერს და ვინ მოახდინა პროვოცირება“.
„სახელმწიფო, ქალაქი, რეგიონი არ შეეგუება ვანდალიზმს, არ შეეგუება უსამართლობას, არ შეეგუება იმ ქმედებებს, რომელიც გუშინ, სამწუხაროდ, ბათუმში განვითარდა. სამწუხაროდ, ჩვენ აქ ვხედავთ პოლიტიკურ ელფერსაც, ზოგიერთი ჩვენი პოლიტიკური ოპონენტები, პოლიტიკური პარტიები ცდილობენ, გადაიყვანონ ეს სხვა სიბრტყეში. ეს ყოვლად მიუღებელია ჩვენთვის. თქვენ ალბათ ხედავდით გუშინ, კადრებში ჩანდა სხვადასხვა პიროვნებები, პარტიის წარმომადგენლები. ჩვენ ვერ დავუშვებთ და არ დავუშვებთ ვანდალიზმს... ჩვენთვის ყოვლად მიუღებელია, რომ ჩვენი შვილები ჩართული იყვნენ აი, ამ მსგავს აქციებში“, განაცხადა პატარაძემ.
როგორც მან აღნიშნა, სამართალდამცველებს უნდა მიეცეთ საშუალება „კვალიფიციურად, ხარისხიანად, დროულად ჩაატარონ გამოძიება“, რომ უახლოეს პერიოდში დაიდოს დასკვნები.
„ბოლომდე შევისწავლით, თუ რა იყო მიზეზები, თუ ვინ ედგა სათავეში ამ ყველაფერს და ვინ მოახდინა პროვოცირება. პირველ რიგში, ჩვენ აუცილებლად უნდა დაველოდოთ გამოძიებას“, განაცხადა ზურაბ პატარაძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.