„ქართული ოცნების“ დეპუტატი ეკა ბესელია ბათუმში განვითარებული მოვლენების შეფასებისას აცხადებს, რომ „დამწვარი მანქანები, ქვების სროლა, ადამიანების გამეტება... „ნაციონალური მოძრაობის“ ნაცნობი ხელწერაა“.
„ასეულობით აქციის მონაწილე ვყოფილვარ, ორგანიზატორიც და მართლაც მრავალათასიან მომიტინგეთა შორის 6 წელი სააკაშვილის სისხლიან რეჟიმს შიშველი ხელებით ვუპირისპირდებოდით. არასოდეს მახსოვს არც ერთი ძალადობრივი ეპიზოდი! არც ერთი! მაშინ როცა ტყვიების ზუზუნში ვიდექი, დაცხრილული მქონდა რეზინის ტყვიებით ტანსაცმელი და სასიკვდილოდ გვიმეტებდნენ- არასოდეს ხელი არ წაცდენია არც ერთ ჩვენგანს ძალადობრივი ქმედებებისკენ. ბათუმის მოვლენები - ეს ნაც მოძრაობის ხელწერაა!
დამწვარი მანქანები, ქვების სროლა, ადამიანების გამეტება- დიახ ნაცნობი ხელწერაა! ეს ძალადობაა და კანონი უპასუხებს ამას!
თუმცა არ დამავიწყდება იმის საჯაროდ თქმაც, რომ ვინც გულწრფელად და უსამართლო მოპყრობის გამო მშვიდობიან პროტესტს გამოხატავდა და უფლება შეელახა , ამასაც უთუოდ სამართლიანი რეაგირება ჭირდება და თვალს არ დავხუჭავთ!!!“ წერს ეკა ბესელია Facebook-ის საკუთარ გვერდზე.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.