ბათუმში მყოფი უშიშროების საბჭოს მდივანი და პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრსა და აჭარის მთავრობის მეთაურს შეხვდნენ. დავით რაქვიაშვილის თქმით, ამჟამად ბათუმში მდგომარეობა „სტაბილურია და კონტროლს ექვემდებარება“.
„ჩვენ ვისაუბრეთ არსებულ სიტუაციაზე. მნიშვნელოვანია, რომ სიტუაცია არის სტაბილური, კონტროლს ექვემდებარება. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ადამიანები, რომლებიც იყვნენ დაზარალებულები, ისინი, უმეტესი მათგანი არის უკვე გამოწერილი, ჩვენ მოვინახულებთ დარჩენილ ადამიანებს, მათი ჯანმრთელობისთვის საფრთხე არ არის. მნიშვნელოვანია ალბათ, ყველაზე უფრო მეტად, რომ მთლიანად ამ კრიზისის ფორმირების ანალიზი გაკეთდეს“, განაცხადა დავით რაქვიაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.