საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი ბათუმის მოვლენებში შინაგან საქმეთა სამინისტროს ჩართულობას დადებითად აფასებს და ამბობს, რომ „მაქსიმალურად იქნა აცილებული ზიანი“.
„მეტად მნიშვნელოვანია სიღრმისეული ანალიზი მთელი იმ დინამიკის რომელიც თან ახლდა გუშინდელ პროცესს, დაწყებულს, ასე ვთქვათ, ეგრეთწოდებული მცირე ინციდენტიდან, გაგრძელებული სწორედ უკვე იმ ქმედებებამდე, რომელიც საწუხაროდ, გასცდა კანონის ფარგლებს... შინაგან საქმეთა სამინისტროს მოქმედებებით საბოლოო ჯამში, ვფიქრობ, რომ მაქსიმალურად იქნა აცილებული ის ზიანი, რომელიც შეიძლება ყოფილიყო დაზარალებული მოქალაქეების სახით წარმოდგენილი... ვფიქრობ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან აბსოლუტურად პროპორციულად იქნა ძალა გამოყენებული“, განაცხადა აბაშიშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.