გიორგი ბარამიძე: „პრემიერ მინისტრის მინიშნებები „ნაციონალურ მოძრაობასთან“ დაკავშირებით არის აბსოლუტურად უსაფუძვლო და დიდი, მორიგი უნამუსობა“
12-03-2017, 03:54

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ბათუმში მომხდარ არეულობასთან დაკავშირებით „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, პარტიის პოლიტიკური საბჭოს წევრი გიორგი ბარამიძე კომენტარს აკეთებს. ბარამიძემ „რუსთავი2“-თან საუბრისას თქვა, რომ საქართველოს პრემიერ მინისტრის „განცხადებაში მინიშნებები“ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ დაკავშირებით, „არის აბსოლუტურად უსაფუძვლო და დიდი, მორიგი უნამუსობა“.

 


„პრემიერ მინისტრის გაკეთებულ განცხადებაში მინიშნებები „ნაციონალურ მოძრაობასთან“ დაკავშირებით, იმ აბსოლუტურ უმსგავსობასთან და ვანდალიზმთან მიმართებაში, არის აბსოლუტურად უსაფუძვლო და დიდი, მორიგი უნამუსობა, როდესაც იგი ცდილობს ჩვენს მიერ სოლიდარობაგამოცხადებული, მშვიდობიანი აქცია მერე გააიგივოს მათ მიერვე მოგზავნილი პროვოკატორების მიერ ბათუმში მანქანების - პოლიციის იქნება ეს, თუ კერძო პირების - დაწვის და აი, ამ ბარბაროსულ ქმედებასთან, რომელიც, რა თქმა უნდა, გამოსაძიებელია და ყველა ამაში მონაწილე ადამიანი, ვინც არ უნდა იყოს იგი, არის კანონის მთელი სიმკაცრით დასასჯელი, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მათ მოეხსნათ პასუხისმგებლობა იმისათვის, რა განუკითხაობაც სუფევს აჭარაში“, განაცხადა გიორგი ბარამიძემ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი