საქართველოს პრემიერ მინისტრმა ბათუმში, პოლიციის სამმართველოში აჭარაში განვითარებული მოვლენები შეაფასა და განაცხადა, რომ ოპოზიციის ნაწილის მიზანია „ქვა ქვაზე ნუ დარჩენილა, ოღონდაც ისინი იყვნენ ხელისუფლებაში“. მას ოპოზიციური პარტია არ დაუსახელებია და "რუსთავი 2"-ის ჟურნალისტის შეკითხვაზე, კონკრეტულად რომელ პარტიას გულისხმობდა, უპასუხა: „თქვენ კარგად იცნობთ მათ“.
„შეფასება არის ერთმნიშვნელოვანი, რომ ეს არის ქვეყანა, რომელშიც არის ძალიან კონსტრუქციული, ქვეყნის მოყვარული მთავრობა, რომელიც ზედმიწევნით იცავს კანონს და ჩვენი მოქალაქეების უფლებებს და სტაბილურობას და ასევე, ეს არის ქვეყანა, რომელშიც არის აბსოლუტურად დესტრუქციული ოპოზიციის ნაწილი, რომელიც არად დაგიდევს ქვეყნის სტაბილურობას, ჩვენი მოქალაქეების უფლებას, იცხოვრონ მშვიდობიან ქვეყანაში და იყენებს ყველაზე სათუთ გრძნობებსაც კი იმისათვის, რომ საკუთარ პოლიტიკურ მიზნებს მიაღწიოს. ეს არის სიმართლე“, განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
კვირიკაშილი ბათუმში ცოტა ხნის წინათ ჩავიდა და იგი ვიცე პრემიერ, ენერგეტიკის მინისტრ კახა კალაძესთან, შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი მღებრიშვილთან და აჭარის მთავრობის მეთაურ ზურაბ პატარაძესთან ერთად პოლიციის სამმართველოში შეხვედრას მართავს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.