კახა კალაძე: ბათუმის მოვლენების „ორგანიზატორებს რაც შეეხება, ალბათ კითხვები უნდა დაუსვათ იმ ადამიანებს, ვინც ვანდალიზმს მთელი ღამის განმავლობაში უცხადებდა სოლიდარობას“
12-03-2017, 06:48

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ვიცე პრემიერმა კახა კალაძემ ბათუმში განვითარებულ მოვლენებში „ნაციონალური მოძრაობის“ ჩართულობა დაადასტურა, თუმცა მას კონკრეტულად არ უხსენებია აღნიშნული ოპოზიციური პარტიის სახელი და თქვა, რომ ამაზე შესაბამისი სტრუქტურების წარმომადგენლები გააკეთებენ განცხადებებს, თუმცა ხაზი გაუსვა, რომ „ყველა დამნაშავე კანონის წინაშე მაქსიმალური სიმკაცრით აგებს პაუხს“. 

 


ჟურნალისტებთან თემის კომენტირებისას მან აღნიშნა, რომ ორგანიზატორების შესახებ კითხვები იმათი მისამართით არის დასასმელი, „ვინც ვანდალიზმს მთელი ღამის განმავლობაში უცხადებდა სოლიდარობას, აკეთებდა განცხადებებს, რომ ქალაქებში, რეგიონებში შეკრებილიყვნენ და სოლიდარობა გამოეცხადათ ვანდალიზმისთვის“.

 


„ძალიან მძიმე იყო პირადად ჩემთვისაც ის, რაც ვნახეთ. მე ძალიან განსაკუთრებული სიყვარული მაკავშირებს აჭარასთან, ბათუმთან, ბათუმი არის როგორც საკუთარი სახლი, როგორც საკუთარი ოჯახი და არავის არ მივცემთ იმის საშუალებას და იმის უფლებას, რომ თავისი ბინძური ხელები აფათუროს ამ ქალაქში. ასე რომ დაველოდოთ გამოძიებას და ყველა დამნაშავე აუცილებლად დაისჯება“, განაცხადა კახა კალაძემ.

 


ჟურნალისტების შეკითხვაზე, თუ ვინ არიან ორგანიზატორები, ვიცე პრემიერმა უპასუხა:

 


„ორგანიზატორებს რაც შეეხება, მე ვფიქრობ, ალბათ კითხვები უნდა დაუსვათ იმ ადამიანებს, ვინც ვანდალიზმს მთელი საღამოს, მთელი ღამის განმავლობაში უცხადებდა სოლიდარობას, აკეთებდა განცხადებებს, რომ ქალაქებში, რეგიონებში შეკრებილიყვნენ და სოლიდარობა გამოეცხადათ ვანდალიზმისთვის. აი, ეს არის ძალიან მძიმე. რა თქმა უნდა შესაბამისი სტრუქტურები მუშაობენ ყველა მიმართულებით, გამოძიება დაწყებულია და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ყველა დამნაშავე კანონის წინაშე მაქსიმალური სიმკაცრით აგებს პაუხს“, - განაცხადა კალაძემ, რომლის ინფორმაციითაც ამ წუთებში კონკრეტული პირების იდენტიფიცირება მიმდინარეობს და ამასთან დაკავშირებით „შესაბამისი სტრუქტურის წარმომადგენლები გააკეთებენ განცხადებას“.

 


მან მადლობა გადაუხადა ყველა იმ პოლიციელს, რომელმაც „გმირულად იმუშავა, გმირული საქმე ჩაიდინა, რადგან იქნა გამოყენებული შესაბამისი ძალა ყოველგვარი გადამეტების გარეშე, რომ დამდგარიყო სტაბილურობა“.

 


მან ჟურნალისტების შეკითხვაზე, არის თუ არა ბათუმის მოვლენებში „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერების წვლილზე საუბარი, უპასუხა, რომ დაწყებულია გამოძიება, რომლის ინტერესებშიც სხვებთან ერთად „ასევე“ არიან „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებიც.

 


„მე მგონი, თქვენც უკეთესად იცით იმ პიროვნებების სახელები, ვინც ამ ვანდალიზმს მთელი ღამის განმავლობაში უცხადებდნენ სოლიდარობას, შესაბამისი სტრუქტურები გააკეთებენ ამაზე განცხადებებს, თუ ვინ არიან ესენი“, აღნიშნა კახა კალაძემ.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი